დაზღვევა საუკეთესო პირობებით

სადაზღვეო კომპანიების 2024 წლის მარტის მონაცემები

არდის დაზღვევა
  • კონკურენტული ფასები და შეთავაზებები 
  • კარგი სადაზღვეო პოლისები
  • მარტივი და მოქნილი აპლიკაცია
  • სადაზღვეო პაკეტების დიდი არჩევანი
  • მრავალფოროვანი სადაზღვეო პოლისები
  • ხარისხიანი სერვისი
  • დაბალი ფასები და კარგი შეთავაზებები
  • სადაზღვეო პოლისების კარგი არჩევანი
  • კარგი სერვისი

რატომ არის საჭირო დაზღვევა?

 

თანამედროვე სამყაროში დაზღვევა წარმოადგენს ფინანსურ ინსტრუმენტს, რომელიც გიცავს შენ, შენს ოჯახს, საკუთრებაში არსებულ ქონებას ან ბიზნესს მოულოდნელი, გაუთვალისწინებელი ხარჯებისგან.

ეს არის შეთანხმება, რომლის თანახმადაც, ყოველთვიურად, შენ მიერ შერჩეულ სადაზღვევო კომპანიას უხდი წინასწარ განსაზღვრულ თანხას, სანაცვლოდ, დაზღვევა, საჭიროების შემთხვევაში, აგინაზღაურებს შესაბამის ზიანს.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია

როგორ უნდა შეარჩიოთ დაზღვევა?

საუკეთესო დაზღვევა მნიშვნელოვნად გეხმარება პრობლემების შემსუბუქებაში და გიცავს უსიამოვნო შემთხვევებისგან.

იმისთვის, რომ საჭირო დაზღვევა სწორად შეარჩიო, უნდა იცოდე, კონკრეტულად, რისი დაზღვევა გსურს და რა რისკის დადგომის ალბათობა არსებობს შენს ცხოვრებაში.

კარგი სადაზღვევო კომპანიები ცდილობენ, რომ სადაზღვევო პოლისები მოარგონ ნებისმიერი შემოსავლის მქონე ადამიანებს და მრავალფეროვანი არჩევანი შესთავაზონ. ამისთვის, ქმნიან სხვადასხვა სახის პოლისებს, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდებიან ღირებულებით და პირობებით. სადაზღვევო პოლისების ცვლილება, ნებისმიერ დროს, შესაძლებელია.

რისი დაზღვევა გჭირდება უფრო მეტად?

დაზღვევის შესარჩევად, აუცილებელია, სწორად შეაფასო შენი მოთხოვნები და პრიორიტეტები:

  • იფიქრე იმაზე, თუ რა რისკებმა შეიძლება მიგიყვანოს სერიოზულ ფინანსურ დანაკარგებამდე

  • იფიქრე ისეთ ძირითად საჭიროებებზე, როგორებიცაა ჯანმრთელობის, ავტომობილის, სახლის ან ბიზნესის დაზღვევა

  • ვიდრე დაზღვევის გადაწყვეტილებას მიიღებ გაანალიზე და შეაფასე შენი ფინანსური შესაძლებლობები. რამდენად შეძლებ ამ ხარჯების დაფარვას ყოველთვიურად?

  • ნამდვილად გჭირდება თუ არა დაზღვევა კონკრეტული საჭიროებისთვის

  • გაითვალისწინე შენი ან შენი ოჯახის წევრების ასაკიც

თუ ჩათვლი, რომ კონკრეტული რისკების დადგომისა და ფინანსური ზიანის ალბათობა არსებობს, ამ შემთხვევაში, უმჯობესია, რომ დაზღვევით ისარგებლო.

აირჩიე სასურველი დაზღვევა შენთვის და შენი ოჯახისთვის

რა ტიპის დაზღვევა არის საქართველოში პოპულარული

რამდენი რისკიც არსებობს ცხოვრებაში, რეალურად, თითქმის, იმდენივე ტიპის დაზღვევა არსებობს. დღეს საუკეთესო დაზღვევა აზღვევს როგორც პირად და ქონებრივ ინტერესებს, ისე სხვადასხვა ტიპის პასუხისმგებლობებსაც.

საქართველოში განსაკუთრებით პოპულარულია პირადი და ქონებრივი ინტერესების დაზღვევა:

სამოგზაურო დაზღვევა

სამოგზაურო დაზღვევა ფარავს საზღვარგარეთ ან ქვეყნის შიგნით მოგზაურობის  რისკებთან დაკავშირებულ ხარჯებს: სამედიცინო მომსახურება, მოგზაურობის გაუქმება, ბარგის დაკარგვა თუ სხვა გაუთვალისწინებელ შემთხვევებთან დაკავშირებული ხარჯები.

ჯანმრთელობის დაზღვევა

ჯანმრთელობის დაზღვევა შესაძლებლობას გაძლევს შეამცირო ან სრულად აირიდო სამედიცინო ხარჯები, იქნება ეს გეგმური შემოწმება თუ გადაუდებელი საჭიროებები. მათ შორის, შეიძლება იყოს ქირურგიული ხარჯები, უბედური შემთხვევებისას მიღებული დაზიანებების მკურნალობა, ჰოსპიტალიზაცია და სხვა.

ავტომობილის დაზღვევა

ამ ტიპის დაზღვევას მინიმუმამდე დაჰყავს ავტომობილთან დაკავშირებული, გაუთვალისწინებელი ფინანსური ხარჯები. არ აქვს მნიშვნელობა რამ გამოიწვია ავტომობილის დაზიანება – ავტოსაგზაო შემთხვევამ, სტიქიურმა მოვლენამ, ქურდობამ თუ სხვა. დაზღვევა ხარჯებს ფარავს იმ შემთხვევაშიც, თუ ზიანი მესამე პირს მიადგება.

სიცოცხლის დაზღვევა

სიცოცხლის დაზღვევა გულისხმობს, რომ დაზღვეული პირის გარდაცვალების შემთხვევაში, მისი ოჯახი, სადაზღვევო კომპანიისგან, ფულად კომპენსაციას მიიღებს. როგორც წესი, სიცოცხლის დაზღვევის სახეობები გრძელვადიანია.

ქონების დაზღვევა

ქონების დაზღვევა გიცავს იმ გაუთვალისწინებელი შემთხვევებისგან, რომლებიც შენს საკუთრებაში მყოფ სახლს შესაძლოა დაემუქროს. მაგალითად, ხანძრი, გაყვანილობის დაზიანება, სტიქიური უბედურება და სხვა.

რას უნდა მიაქციოთ ყურადღება დაზღვევის დროს

მას შემდეგ, რაც გადაწყვეტ რა ტიპის დაზღვევა გჭირდება და განსაზღვრავ რისკებსაც, უნდა დაფიქრდე, რომელ სადაზღვევო კომპანიას მიანიჭო უპირატესობა, რომელი შემოთავაზება იქნება შენთვის უფრო ხელსაყრელი და რომელი მათგანი უპასუხებს შენს მოთხოვნებს ყველაზე უკეთ.

აუცილებლად გაეცანი საქართველოში არსებულ ყველა სადაზღვევო კომპანიას და მათ მიერ შემოთავაზებულ პირობებს. დეტალურად, შეისწავლე და შეადარე თითოეული კომპანიის შეთავაზებები.

სადაზღვევო პოლისის შეძენამდე, დარწმუნდი, რომ დაზღვევის პირობები შეესაბამება შენს ყველა მოთხოვნას. გაიგე, კონკრეტულად, რა აგინაზღაურდება და რა არა. ყურადღებით და აუჩქარებლად გაეცანი დაზღვევის პირობებს და დაუსვი შენთვის საინტერესო ნებისმიერი კითხვა დაზღვევის აგენტს. დარწმუნდი, რომ პოლისი, რომლის შეძენასაც ფიქრობ, აგარიდებს ყველა პოტენციურ რიკს.

რა უნდა გაითვალისწინოთ?

გახსოვდეს, რომ ნებისმიერ სადაზღვევო პოლისში გაწერილი იქნება გამონაკლისებიც, ისეთი პირობები და გარემოებები, როდესაც მზღვეველი თანხას არ აგინაზღაურებს. იმისათვის, რომ სწორი მოლოდინები გქონდეს, მოითხოვე ინფორმაცია თითოეული გამონაკლისი პირობის შესახებ, თუ რა შემთხვევაში არ აგინაზღაურდება თანხა. ამ გზით, შეიქმნი სწორ მოლოდინს და თავიდან აიცილებ იმედგაცრუებას.

მოიძიე და შეარჩიეთ შენთვის ყველაზე ხელსაყრელი შემოთავაზება და ეძებე შენს ინტერესებზე მეტად მორგებული, იაფი ალტერნატივები.

თუ რამდენიმე ტიპის დაზღვევის შეძენას გეგმავ, უმჯობესია, ყველა პოლისის ერთ მზღვეველთან შეძენა. ამ გზით, ისარგებლებ ფასდაკლებებით ან სხვა სახის უპირატესობებით.

შენი მოვალეობაა, მზღვეველს მიაწოდო ყველა ის ამომწურავი ინფორმაცია და გარემოება, რომლებსაც, შესაძლოა, გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს დაზღვევისათვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, სადაზღვევო კომპანიას უფლება აქვს უარი გითხრას დაზღვევის ხელშეკრულების დადებაზე ან ზიანის ანაზღაურებაზე.

თუ შენზე მორგებული პირობებით სადაზღვევო პოლისი ჯერ ვერ იპოვე, გაესაუბრე კომპანიებს, ისინი დაგეხმარებიან რა ტიპის დაზღვევა იქნება შენს საჭიროებებზე მორგებული.