დოლარის კურსი დღეს საქართველოში

ეროვნული ბანკის ოფიციალური დოლარის კურსი დღეს საქართველოში

რა ღირს 1 დოლარი დღეს?

USD

1 ა.შ.შ დოლარი
2.671₾
0.0011
დოლარის კალკულატორი

ჩაწერე ციფრი

სტატისტიკა

ყველა ვალუტა ერთ სივრცეში

გაეცანი ნებისმიერი ქვეყნის ვალუტის დღევანდელ კურსს საქართველოში. დოლარის კურსისა და სხვა ვალუტების მონაცემები არის ეროვნილი ბანკის ოფიციალური წყაროდან მოწოდებული

AED 10 არაბეთის გაერთიანებული საამიროების დირჰამი 7.273 0.003
AMD 1000 სომხური დრამი 6.8002 0.0152
AUD 1 ავსტრალიური დოლარი 1.7129 -0.018
AZN 1 აზერბაიჯანული მანათი 1.5708 0.0006
BGN 1 ბულგარული ლევი 1.4512 -0.0035
BRL 1 ბრაზილიური რიალი 0.5151 -0.0065
BYN 1 ბელარუსული რუბლი 0.8178 0.0003
CAD 1 კანადური დოლარი 1.9361 -0.0072
CHF 1 შვეიცარიული ფრანკი 2.9252 0.0028
CNY 10 ჩინური იუანი 3.6899 0.0015
CZK 10 ჩეხური კრონა 1.1245 0.0012
DKK 10 დანიური კრონი 3.8048 -0.0085
EGP 10 ეგვიპტური გირვანქა 0.5502 0.0012
EUR 1 ევრო 2.8387 -0.0063
GBP 1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი 3.3243 -0.0104
HKD 10 ჰონკონგური დოლარი 3.4107 +0.0004
HUF 100 უნგრული ფორინტი 0.7189 -0.0044
ILS 10 ისრაელის შეკელი 7.0841 -0.099
INR 100 ინდური რუპია 3.1974 -0.002
IRR 10000 ირანული რიალი 0.636 0.0003
ISK 100 ისლანდიური კრონი 1.8838 -0.004
JPY 100 იაპონური იენი 1.7279 -0.0065
KGS 100 ყირგიზული სომი 2.9915 0.0012
KRW 1000 სამხრეთ კორეული ვონი 1.9152 -0.0138
KWD 1 ქუვეითური დინარი 8.6665 0.0008
KZT 100 ყაზახური ტენგე 0.5951 0.0002
MDL 10 მოლდოვური ლეი 1.498 -0.0015
NOK 10 ნორვეგიული კრონი 2.4295 -0.017
NZD 1 ახალზელანდიური დოლარი 1.5713 -0.0152
PLN 10 პოლონური ზლოტი 6.5498 -0.0843
QAR 10 კატარული რიალი 7.3347 0.003
RON 10 რუმინული ლეი 5.7043 -0.0152
RSD 100 სერბიული დინარი 2.4232 -0.0058
RUB 100 რუსული რუბლი 2.8423 -0.0107
SEK 10 შვედური კრონი 2.4401 -0.0203
SGD 1 სინგაპურული დოლარი 1.9576 -0.0046
TJS 10 ტაჯიკური სომონი 2.4432 0.0016
TMT 10 თურქმენული მანათი 7.6314 0.0031
TRY 1 თურქული ლირა 0.0822 -0.0002
UAH 10 უკრაინული გრივნა 0.6749 0.0001
USD 1 აშშ დოლარი 2.671 0.0011
UZS 1000 უზბეკური სუმი 0.2109 0.0003
ZAR 10 სამხრეთ აფრიკული რანდი 1.4013 -0.004

რა განსზაღვრავს ვალუტის კურს?

დოლარის კურსი და მასზე მოქმედი ფაქტორები

აშშ დოლარი ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური ვალუტაა, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს მსოფლიო ეკონომიკაში, სწორედ ამიტომ დოლარის კურსი საქართველოში და სხვა ნებისმიერ ქვეყანაში უმნიშნელოვანესი ფაქტორია.

არსებობს რამდენიმე მიზეზი, რომელიც ახდენს გავლენას დოლარის კურსზე, ესენია:

  • მოთხოვნა – მიწოდება
  • ძლიერი ეკონომიკა

მოთხოვნა – მიწოდება

პირველი ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს აშშ დოლარის კურსზე, არის მოთხოვნა – მიწოდება.

როდესაც აშშ აწარმოებს პროდუქტს/მომსახურებას, ამით ქმნის მოთხოვნას დოლარზე, რადგან მომხმარებელს უწევს დოლარის გადახდა ზემოხსენებული პროდუქტისა თუ მომსახურების შესაძენად.

თუ უცხოელ ინვესტორებს სურთ, გაზარდონ კაპიტალი, მათაც დოლარში უნდა განახორციელონ მსგავსი ტრანზაქციები, რაც ნიშნავს, იმას, რომ საკუთარი ვალუტა უნდა აქციონ დოლარად და შემდეგ მიიყვანონ დასახული მიზანი ბოლომდე. მსგავსი ნაბიჯებით იქმნება მოთხოვნა დოლარზე, რაც ზრდის მის ღირებულებას სხვა ვალუტებთან მიმართებაში. შესაბამისად, დოლარის კურსი მყარდება.

ძლიერი ეკონომიკა

შეერთებული შტატების ძლიერი ეკონომიკა აძლიერებს დოლარის ღირებულებას. თუ დოლარზე მოთხოვნა იზრდება, მისი ღირებულებაც იზრდება, პირიქით, თუ მოთხოვნა მცირდება, მცირდება მისი ფასიც. 

დოლარზე მოთხოვნა იზრდება, როდესაც საერთაშორისო მხარეები, როგორიცაა უცხო ქვეყნის მოქალაქეები, უცხოური ცენტრალური ბანკები ან უცხოური ფინანსური ინსტიტუტები ითხოვენ მეტ დოლარს.  დოლარზე მოთხოვნა ჩვეულებრივ მაღალია, რადგან ის არის მსოფლიოს სარეზერვო ვალუტა, სწორედ ამიტომ დოლარის კურსი რეალურად მყარდება ნებისმიერი გლობალური კრიზისის დროს.

გაეცანი დეტალურად, თუ რა განაპირობებს ვალუტის კურსის ცვალებადობას.

დოლარის კურსის გავლენა მსოფლიოზე

სარეზერვო ვალუტა წარმოადგენს მსოფლიოში ეკონომიკურად და პოლიტიკურად ყველაზე ძლიერი სახელმწიფოს ეროვნულ ფულს.

იგი გამოიყენება სხვა დანარჩენი სახელმწიფოების ვალუტის მსყიდველობითი უნარიანობის  და სავალუტო კურსის განსაზღვრის საფუძვლად. ამასთანავე  საერთაშორისო მასშტაბით ასრულებს საგადასახადო და სარეზერვო საშუალების ფუნქციას.

შესაბამისად, მარტივი მისახვედრია თუ რამდენად მნიშვნელოვანია დოლარის კურსი საქართველოში და მსოფლიო ეკონომიკის სტაბილურობისთვის.

იმისათვის, რომ ამა თუ იმ ქვეყნის ეროვნულ ფულს საერთაშორისო ვალუტის “უფლებამოსილება” მიენიჭოს აუცილებელია ამ ქვეყანას წამყვანი ადგილი ეკავოს:

  • მსოფლიოს საქონლურ წარმოებაში (მაგალითად, აშშ-ის მოსახლეობა მსოფლიო მოსახლეობის 5%-ზე ნაკლებს შეადგენს, მაგრამ აწარმოებს მსოფლიო პროდუქციის 25%-ს);
  • მსოფლიოს ოქროს მონეტარულ რესურსებში (აშშ-ი დაახლოებით 9 000 ტონა ოქროს მონეტარული რესურსებია);
  • საბანკო და საფინანსო-საბირჟო ქსელში. საერთაშორისო სავალუტო ბაზრების ბრუნვის დაახლოებით 60% დოლარშია განხორციელებული.

ამჟამად მსოფლიოს ცენტრალურ ბანკებში რეზერვების სახით 30 000 ტონა ოქრო ინახება. ე.ი. აშშ-ი მსოფლიოს ოქროს მარაგების დაახლოებით 29%- ია თავმოყრილი.

დოლარის კურსის ისტორია

დოლარის, როგორც ვალუტის ისტორია საკმაოდ მრავალფეროვანია.

აშშ დოლარი, იმ სახით როგორითაც დღესაა ცნობილი,  პირველად 1914 წელს დაიბეჭდა, თუმცა, მანამდე გრძელი გზა განვლო. იგი 1792 წელს  მონეტარული პოლიტიკის მიხედვით შეიქმნა. იმ დროინდელი დოლარის კურსი განისაზღვრებოდა ვერცხლისა და ოქროს მონეტების ღირებულების ექვივალენტით, რითაც დგინდებოდა დოლარის მსყიდველუნარიანობა და ხდებოდა დოლარის ყიდვა – გაყიდვა.

პირველი “მწვანე ფული”

პირველი „მწვანე ფული“ (ასეც მოიხსენიებენ დოლარს) მოთხოვნის საფუძველზე 1861 წელს სამოქალაქო ომის დასაფინანსებლად გამოიცა, ბანკნოტების ბეჭდვის ცენტრალიზებული სისტემა კი 1869 წელს შეიქმნა.

დოლარი იყო ერთადერთი ვალუტა, რომლის კონვერტირება ხდებოდა ოქროზე, ის გახდა საერთაშორისო ანგარიშსწორების საშუალება.

განვითარებული ქვეყნების უმრავლესობამ თავისი ვალუტა ოქროს „მიამაგრა“ ვალუტის კურსის სტაბილიზაციის მიზნით,  მაგრამ პირველი მსოფლიო ომის დაწყების  შემდეგ (1914 წ.) ბევრმა ქვეყანამ შეაჩერა ოქროს სტანდარტის გამოყენება, რათა სამხედრო ხარჯები დაეფარათ ქაღალდის ფულით, ამ ფაქტმა ნეგატიური გავლენა იქონია ვალუტის კურსზე.

1971 წელს შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა, რომ  აღარ დააკონვერტირებდა დოლარს ოქროს გაცვლითი კურსით. 1972 და 1973 წლებში დოლარის კურსი მთლიანად გაუფასურდა ოქროს მიმართ. 1976 წლის ოქტომბერში უკვე აშშ დოლარსა და ოქროს არანაირი კავშირი აღარ ჰქონდა.

აშშ დოლარი გახდა მსოფლიოს ოფიციალური სარეზერვო ვალუტა, რის შესახებაც გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 44 მოკავშირე ქვეყნის დელეგაციის მიერ.

დოლარის კურსი ლართან მიმართებაში

დოლარის კურსი ლართან მიმართებაში მუდმივად იცვლება, რყევები ზოგჯერ საგრძნობლად დიდია, ზოგჯერ – ნაკლებად.

ლარი აშშ დოლართან მიმართებაში ყველაზე მყარი 1995-97 წწ-ში იყო. ეროვნული ბანკის მაშინდელი კურსით, 1 აშშ დოლარი 1.28-დან 1.31 ლარამდე ღირდა.

როდის დაიწყო გაუფასურება ლარმა?

საქართველოს ეროვნულმა ვალუტამ გაუფასურება 1998 წლის დეკემბრიდან დაიწყო და 1999 წლის 23 თებერვალს 1 აშშ დოლარის ყიდვა  – 2.45 ლარად იყო შესაძლებელი. თუმცა, ეს კურსი ორ დღეში 2.39-მდე ჩამოვიდა, 27 თებერვალს – 2.35-მდე, ხოლო წლის ბოლოს 1.93-ზე დასტაბილურდა.

ამ ინტერვენციების მიუხედავად, ლარი აშშ დოლართან მიმართებაში საწყის ნიშნულს (1USD=1.30GEL) თავისი არსებობის 20 წლის მანძილზე აღარ დაბრუნებია.

2000 წლიდან დაწყებული ცვლილებები

2000 წლიდან “ვარდების რევოლუციამდე” პერიოდში დოლარის კურსი ლართან მიმართებაში 1.98-დან 2.24-მდე მაჩვენებელზე მერყეობდა.

მკვეთრი გამყარება “ვარდების რევოლუციის” შემდეგ, 2004 წლიდან დაიწყო და 2008 წლის დასაწყისამდე გაგრძელდა. კერძოდ, კურსი 1.82-დან 1.42-მდე ჩამოვიდა.

ლარი მკვეთრად 2008 წლის ოქტომბერში გაუფასურდა, როცა 1 აშშ დოლარის ყიდვა 1.42-ის ნაცვლად 1.66 ლარად იყო შესაძლებელი. ექსპერტების შეფასებით, 2008 წელს ლარის კურსის ვარდნა აშშ დოლართან მიმართებაში რუსეთ-საქართველოს ომმა და მსოფლიო ფინანსურმა კრიზისმა განაპირობა.

მას შემდეგ სხვადასხვაგვარი იყო დოლარის კურსი საქართველოში და მისი დინამიკა. თუმცა ლარის გაუფასურების რეკორდი პანდემიის პერიოდში მოიხსნა, როცა 1 დოლარის ღირებულება 3.60 ლარს გაუტოლდა.  

ლარი დოლართან მიმართებაში მიმდინარე პერიოდშიც მერყეობს, თუ გაინტერესებთ დოლარის კურსი დღეს, ანუ ახლა რა ღირს 1 დოლარის ყიდვა საქართველოში, valutiskursi.ge  მოგაწვდით ამომწურავ ინფორმაციას. ამასთან ერთად, მითითებულ საიტზე შეგიძლიათ იხილოთ ევროს კურსი ლართან ან სხვა ვალუტასთან მიმართებაში

დოლარის კურსი დღეს

დოლარის კურსი დღეს მნიშვნელოვან ცვლილებებს განიცდის. 2022 წელი სავალუტო ბაზრისთვის საკმაოდ უცნაური პერიოდი იყო, რადგან ისეთმა წამყვანმა სავალუტო ერთეულებმა, როგორიცაა დოლარი და ევრო მასიური გაუფასურება განიცადეს. ამ ფონზე ლარის კურსი დოლართან მიმართებაში მყარდებოდა.

ქვემოთ მოცემულ სურათზე, ნათლად ჩანს თუ როგორ მყარდებოდა ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში. თუმცა ევრომ 2022 წლის შემოდგომაზე გამყარება დაიწყო, დოლარმა კი პირიქით, განაგრძო გაუფასურება. 

დოლარისა და ევროს კურსის შედარება

2023 წლისთვის ვარაუდობენ, რომ დოლარი ევროსთან მიმართებით კვლავ სუსტი დარჩება.

დოლარის კურსი დღეს საქართველოში მეტწილად გლობალურ პრობლემებზე და შეცვლილ მონეტარულ პოლიტიკაზე არის დამოკიდებული.

თვალსაჩინოებისთვის, 2022 წლის მეორე ნახევრის მხოლოდ დოლარის კურსის სტატისტიკას რომ შევხედოთ (ევროს გარეშე), ვნახავთ თუ როგორ მყარდებოდა ლარი. ზემოაღნიშნული პერიოდის დოლარის კურსი ლართან მიმართებაში ასახულია ქვემოთ მოცემულ სურათზე.

დოლარის კურსი დღეს

დოლარის კურსი ჯიხურებში

დოლარის კონვერტირება ლარსა თუ სხვა ვალუტაში შესაძლებელია როგორც ბანკებში, ასევე ჯიხურებში. როგორც წესი, დოლარის კურსი ჯიხურებში უფრო მომგებიანია, ვიდრე ბანკებში.

ჯიხურები გათვლილია ფიზიკურ პირებზე, მცირე და საშუალო ბიზნესებზე.  ოფიციალური უწყებები, საერთაშორისო ბიზნესები კი ბანკის კურსით ხელმძღვანელობენ და გადარიცხვებსა თუ გადახდებს, სწორედ ბანკის კურსით ახორციელებენ. შესაბამისად, ისინი ნაკლებად აქცევენ ყურადღებაში თუ რამდენია დოლარის კურსი ჯიხურებში.

მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი ყოველდღიურად  საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე ქვეყნდება არა უგვიანეს გაანგარიშების დღის 17:00 საათისა  და მოქმედებს შემდეგ დღის კურსის დადგენამდე. 

საქართველოს ეროვნული ბანკი და დოლარის კურსი

დოლარის კურსის განსაზღვრა ხდება ბლუმბერგის ელექტრონულ სავაჭრო სისტემის Bmatch პლატფორმაზე, მონაწილეებს შორის უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვის შესახებ გარიგებების დადებით.

მითითებულ გარიგებებში მონაწილეობის უფლება აქვთ ბლუმბერგის სისტემით მოსარგებლე კომერციულ ბანკებს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს და  სხვა ადგილობრივ თუ უცხოურ კომპანიებს ეროვნული ბანკის თანხმობით.

როდის ხდება კურსის გამოცხადება?

ყოველ სამუშაო დღეს პლატფორმის მონაწილეთა მიერ ხდება ყიდვა-გაყიდვის კურსების გამოქვეყნება ბლუმბერგის სავაჭრო სისტემაში, რომელიც  ხელმისაწვდომია ამ სისტემის ყველა მონაწილისათვის.

აღნიშნული კურსი ცხადდება დოლარის ოფიციალურ გაცვლით კურსად შემდგომი დღისთვის, ხოლო მიღებული ინფორმაცია ოფიციალური გაცვლითი კურსების შესახებ  ვრცელდება ეროვნული ბანკის ვებგვერდზე.

დღევანდელი დოლარის კურსი

დღევანდელი დოლარის კურსი ლართან მიმართებაში სხვადასხვა ფაქტორებზეა დამოკიდებული, მისი ხილვა შეგიძლიათ ჩვენს საიტზე, რომელიც ყოველდღიურად განახლებულ ინფორმაციას გაწვდით.  

დოლარის კალკულატორი

იმისათვის, რომ ზუსტად გამოთვალოთ დოლარი ლარში და გაიგო რა ღირს 1 დოლარი დღეს, გამოიყენეთ დოლარის კალკულატორი. იგი მითითებულ თანხას დაგიანგარიშებთ მოქმედი კურსის მიხედვით. მაგალითად, თუ გაინტერესებთ, 1 დოლარი რამდენი ლარია (ან ნებისმიერი სხვა თანხა), ჩაწერთ დოლარის კალკულატორში და მარტივად მიიღებთ ინფორმაციას. მისი საშუალებით შეგიძლია დაიანგარიშო როგორც დოლარი ლარში, ასევე ლარი დოლარში. 

დოლარის კურსის კალკულატორი

ინფლაციის გავლენა დოლარის კურსზე

ინფლაცია ეს არის  საქონლისა და მომსახურების ფასების ზოგადი დონის ზრდა. ასეთ დროს ვალუტა კარგავს მსყიდველუნარიანობას და ერთი ერთეული ვალუტით ყიდულობ ნაკლებ საქონელს ან იღებ ნაკლებ მომსახურებას. შესაბამისად, ინფლაციის შედეგად, დოლარის კურსი იცვლება ხოლმე და გავლენა აქვს თუ რა ღირს 1 დოლარი საქართველოში.

თუ ინფლაციის ფონზე ხელფასები უცვლელი რჩება, მაშინ ლოგიკურია, რომ საქონლის ან მომსახურების შეძენას თქვენი შემოსავლის უფრო დიდი პროცენტი დასჭირდება, ვიდრე აქამდე სჭირდებოდა.

ინფლაციის განმაპირობებელი შეიძლება იყოს:

  • მიწოდება მოთხოვნას შორის დარღვეული ბალანსი – როდესაც გარკვეულ საქონელსა თუ მომსახურებაზე  მოთხოვნა აღემატება ეკონომიკის უნარს დააკმაყოფილოს მომხმარებლების სურვილი, დაბალი მიწოდება, ამცირებს მოთხოვნას, მაგრამ ზრდის ფასებს
  • ფასების ზრდა – როდესაც იზრდება წარმოების ხარჯები, მასალების ღირებულება, ეს ბუნებრივად აძვირებს პროდუქტს, რაც საბოლოო ჯამში იწვევს ინფლაციას
  • ხელფასების ზრდა – ხელფასების ზრდის ფონზე, მოსალოდნელია მოთხოვნის ზრდა მომსახურებასა თუ პროდუქციაზე,  რადგან მომხმარებელს უჩნდება მეტი ფული დასახარჯად, ამ ფონზე მწარმოებლები ზრდიან ფასებს, გაზრდილი ფასებითა და ხელფასებით, ბუნებრივია, იმატებს დანახარჯები, ეს კი საერთო ჯამში  განაპირობებს ინფლაციას.

ინფლაციას თან ახლავს ისეთი უარყოფითი შედეგები, როგორიცაა ხარჯების ზრდა, ეროვნული ვალუტის მსყიდველუნარიანობის კლება, ეროვნული ვალუტის გაუფასურება უცხოურ ვალუტასთან მიმართებით, ინვესტიციებზე ამონაგების შემცირება, სარგებლის განაკვეთების მატება, რაც თავის მხრივ იწვევს ფულადი მარაგის შემცირებას. შესაბამისად, იცვლება დოლარის კურსი.

დეფლაციის გავლენა დოლარის კურსზე

თუ ინფლაცია ფასების ზრდასთანაა კავშირში, დეფლაცია პირიქითაა და ის უკავშირდება პროდუქტებისა თუ მომსახურების ფასების შემცირებას. დეფლაციისას, ფასების კლებასთან ერთად იზრდება ფულის მსყიდველობითი ძალა, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელს შეუძლია, იმავე თანხით მიიღოს უფრო დიდი რაოდენობის პროდუქტი თუ მომსახურება. შესაბამისად, დოლარის კურსი დეფლაციის შედეგადაც იცვლება.

დეფლაციის გამომწვევი მიზეზები მიწოდებასა და მოთხოვნას უკავშირდება.

  • მოთხოვნის შემცირება: დეფლაციის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მოთხოვნის ვარდნაა. დაბალი ეკონომიკური აქტივობა ზოგჯერ დაკავშირებულია მონეტარული პოლიტიკის ცვლილებებთან, როგორიცაა მაღალი საპროცენტო განაკვეთები ან სახელმწიფო ხარჯების შემცირება.
  • მიწოდების ზრდა: როდესაც საქონლის მიწოდების ჭარბი რაოდენობაა, კომპანიებმა უნდა შეამცირონ ფასები მასალების ჭარბი კომპენსაციის მიზნით.
  • ფულის მიწოდების შემცირება: დეფლაციის კიდევ ერთი მიზეზი არის მიმოქცევაში არსებული ფულის რაოდენობის შემცირება.

დეფლაცია იწვევს უმუშევრობის დონის ზრდას, კომპანიები, რომლებიც ცდილობენ აანაზღაურონ წარმოების ხარჯები, შესაძლოა, შეამცირონ ხელფასი და გაათავისუფლონ თანამშრომლები.

რაც უფრო მეტი ადამიანი კარგავს სამუშაოს დეფლაციის დროს, სამომხმარებლო ხარჯები იკლებს და იწვევს ეკონომიკური ზრდის შენელებას. დეფლაციისას დოლარის ღირებულება იზრდება, საქონლისა და მომსახურების ღირებულება კი ეცემა.

თვალი ადევნე დოლარის კურსის ცვლილებას ჩვენს საიტზე, გაიგე რა ღირს 1 დოლარი საქართველოში დღეს.