ევროს კურსი საქართველოში

ეროვნული ბანკის ოფიციალური ევროს კურსი საქართველოში

რა ღირს 1 ევრო დღეს?

EUR

ევრო
2.8381₾
-0.014
ევროს კალკულატორი

ჩაწერე ციფრი

სტატისტიკა

ყველა ვალუტა

საიტზე წარმოდგენილია ევროს კურსი საქართველოში სხვა ქვეყნის ვალუტებთან ერთად, ერთ სივრცეში. ინფორმაცია ყოველდღიურად განახლებადია.

AED10 არაბეთის გაერთიანებული საამიროების დირჰამი7.2641-0.0187
AMD1000 სომხური დრამი6.8387-0.0995
AUD1 ავსტრალიური დოლარი1.7159-0.0127
AZN1 აზერბაიჯანული მანათი1.5684-0.0117
BGN1 ბულგარული ლევი1.4516-0.0067
BRL1 ბრაზილიური რიალი0.5405-0.0029
BYN1 ბელარუსული რუბლი1.0596-0.0053
CAD1 კანადური დოლარი1.9819-0.0113
CHF1 შვეიცარიული ფრანკი2.9346-0.0236
CNY10 ჩინური იუანი3.6498-0.0219
CZK10 ჩეხური კრონა1.163-0.0076
DKK10 დანიური კრონი3.806-0.0192
EGP10 ეგვიპტური გირვანქა0.8636-0.0042
EUR1 ევრო2.8381-0.014
GBP1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი3.2647-0.0195
HKD10 ჰონკონგური დოლარი3.4131+-0.016
HUF100 უნგრული ფორინტი0.7271-0.0103
ILS10 ისრაელის შეკელი7.0097-0.0323
INR100 ინდური რუპია3.2088-0.0245
IRR10000 ირანული რიალი0.6353-0.0032
ISK100 ისლანდიური კრონი1.9532-0.0096
JPY100 იაპონური იენი1.795-0.0143
KGS100 ყირგიზული სომი3.02490.0017
KRW1000 სამხრეთ კორეული ვონი1.9966-0.0095
KWD1 ქუვეითური დინარი8.6318-0.0465
KZT100 ყაზახური ტენგე0.5634-0.0015
MDL10 მოლდოვური ლეი1.4654-0.0084
NOK10 ნორვეგიული კრონი2.4847-0.0097
NZD1 ახალზელანდიური დოლარი1.5921-0.0077
PLN10 პოლონური ზლოტი6.1855-0.013
QAR10 კატარული რიალი7.3165-0.0481
RON10 რუმინული ლეი5.7134-0.0285
RSD100 სერბიული დინარი2.422-0.0118
RUB100 რუსული რუბლი2.7748-0.0071
SEK10 შვედური კრონი2.42010.0251
SGD1 სინგაპურული დოლარი1.9537-0.0101
TJS10 ტაჯიკური სომონი2.4433-0.0124
TMT10 თურქმენული მანათი7.6231-0.0386
TRY1 თურქული ლირა0.0981-0.0007
UAH10 უკრაინული გრივნა0.7224-0.0037
USD1 აშშ დოლარი2.6681-0.0135
UZS1000 უზბეკური სუმი0.2185-0.0019
ZAR10 სამხრეთ აფრიკული რანდი1.4241-0.0018

რა განსზაღვრავს ვალუტის კურს?

რა ახდენს გავლენას ევროს კურსზე?

ევროს კურსი გამოირჩევა სტაბილურობითა და უსაფრთხოებით, რითაც საშუალებას გაძლევთ დაზოგოთ და განახორციელოთ ინვესტიციები თავდაჯერებულად. ის აადვილებს ცხოვრებას, მუშაობას და სწავლას ევროკავშირის ქვეყნებში.

ევროს კურსი საქართველოში მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის და სტაბილირობისთვის, ისევე როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში. შესაბამისად, დიდი მნიშვნელობა აქვს რა ღირს 1 ევრო დღეს და რა იქნება მომავალში.

ევროსა და აშშ დოლარში განხორციელებული საერთაშორისო გადახდების პროპორცია დაახლოებით თანაბარია, რაც ნიშნავს იმას, რომ ევრო არის მსოფლიოში მეორე ფავორიტი ვალუტა სესხის აღებისა და დაკრედიტებისთვის.

ევრო ინარჩუნებს თავის პოზიციას ფორექსის ბაზარზე, რის გამოც აუცილებელია იმის  გაგება, რაც მის ღირებულებაზე ახდენს გავლენას. ევროს კურსი  მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული შემდეგ ფაქტორებზე:

  • ევროპის ცენტრალური ბანკი
  • ევროს ღირებულება აშშ დოლართან მიმართებაში
  • ანალიტიკური სააგენტოები

ევროპის ცენტრალური ბანკი

ამ დამოუკიდებელ ორგანოს ევალება ევროს კურსის კონტროლი სხვადასხვა ფინანსური ბერკეტების გამოყენებით, რომელთაგან მთავარია საპროცენტო განაკვეთი, რაც თავის მხრივ არეგულირებს ინფლაციის პროცესს და ეკონომიკური ზრდის ტემპებს.

ECB აკონტროლებს ევროს გაცვლით კურსს მიმოქცევაში არსებული ფულის რაოდენობის, ზრდის მონაცემებისა და ევროკავშირში სამომხმარებლო ფასების ცვლილებასთან დაკავშირებული ინდექსების ანალიზის საფუძველზე.

1 ევროს ფასი განისაზღვრება ECB-ის მიერ დადგენილი საპროცენტო განაკვეთის ზრდის ან შემცირების მიხედვით. რაც უფრო მაღალია ის, მით უფრო ძლიერია მზარდი ევრო.

ევრო აშშ დოლართან მიმართებით

ამერიკულ ვალუტაზე მოთხოვნა, პოლიტიკური თუ ეკონომიკური ცვლილებები მუდმივად მოქმედებს ევროზე. ნეგატიური მოვლენები იწვევს ევროს კურსის ზრდას, ხოლო დოლართან მიმართებაში დადებითი ტენდენციები ხელს უწყობს ევროს ღირებულების სტაბილირობას.

ანალიტიკური სააგენტოები

პროგნოზები – მძლავრი ინსტრუმენტია, რომელსაც შეუძლია ფინანსურ ბაზარზე არეულობა გამოიწვიოს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მათი გავლენა, როგორც წესი, ხანმოკლეა, რადგან ნებისმიერი მონაცემი სასწრაფოდ თუ არ დადასტურდა, ბაზარი მოკლე დროში დასტაბილურდება და ევროს კურსი დიდათ არ შეიცვლება.

თუმცა, ევროზონაში მოვლენების განვითარებასთან დაკავშირებულმა პროგნოზებმა, თავად გაცვლითმა კურსმა, კრიტიკული პოლიტიკურ-ეკონომიკური მოთამაშეების მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა შეიძლება გავლენა იქონიოს ევროს ფასზე – გამოიწვიოს საერთო პანიკა, ვალუტის ყიდვა-გაყიდვა და ევროს არასტაბილურობა.

ევროს კურსის მიმოხილვა

ევრო ევროკავშირის ოფიციალური ვალუტა და ერთადერთი ფულადი ერთეულია 300 მილიონი ევროპელისთვის. შესაბამისად, ევროს კურსი უმნიშვნელოვანესია ევროპის ეკონომიკური სტაბილურობისთვის.

ევრო მსოფლიო სავაჭრო ბაზრებზე როგორც სააღრიცხვო ვალუტა 1999 წელს შემოვიდა, ფიზიკური ბანკნოტები და მონეტები კი შემოიღეს 2002 წელს.  იგი თავდაპირველად ელექტრონული ვალუტა იყო. სამი წლის შემდეგ დაიბეჭდა, როგორც ფული.

ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყანა ვალდებულია გამოიყენოს ევრო. ორმხრივი შეთანხმებების შედეგად იგი ოფიციალური ვალუტაა  ევროკავშირის შემდეგი არა-წევრი ქვეყნებისთვის: 

ევრო დე-ფაქტო ვალუტაა:

  • ანდორაში
  • კოსოვოში
  • მონტენეგროში

ევროს კურსი რეგულირდება ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ (ECB, მაინის ფრანკფურტი) და ევროსისტემა (რომელიც შედგება ევროზონის ქვეყნების ცენტრალური ბანკებისგან).  ECB-ს (როგორც დამოუკიდებელი ცენტრალური ბანკს) აქვს უფლებამოსილება განსაზღვროს მონეტარული პოლიტიკა. ევროსისტემა მონაწილეობს ყველა წევრ ქვეყანაში ბანკნოტებისა და მონეტების ბეჭდვაში, ჭრასა და გავრცელებაში.

ევროს ბანკნოტების  დიზაინი ავსტრიელმა დიზაინერმა რობერტ კალინამ შექმნა. თითოეულ ბანკნოტს აქვს თავისი ფერი და ეძღვნება ევროპული არქიტექტურის მხატვრულ პერიოდს. ნოტის წინა მხარეს გამოსახულია ფანჯრები ან კარიბჭეები, ხოლო უკანა მხარეს –  ხიდები, როგორც სიმბოლო სახელმწიფოების კავშირისა.  მისი შემოღების დღიდან ევრო იყო მეორე ყველაზე ფართოდ გავრცელებული საერთაშორისო სარეზერვო ვალუტა აშშ დოლარის შემდეგ.

ევროს კურსის ისტორია არცთუ ისე დიდ პერიოდს მოიცავს, მაგრამ მიუხედავად ამისა აშშ დოლარის შემდეგ ყველაზე გავრცელებული ვალუტაა მსოფლიოს მასშტაბით.

ევროს კურსი 1,168 აშშ დოლარი იყო 1998 წლის 31 დეკემბერს, ხოლო უკვე რამდენიმე დღეში, 1999 წლის 4 იანვარს  მისი ღირებულება გაიზარდა და 1,18 დოლარი შეადგინა.

ევროს კურსი ლართან მიმართებაში

ევროს კურსი ლართან მიმართებაში ყოველთვის მაღალი იყო, ვიდრე დოლარის კურსი. 2022 წლის მეორე ნახევარში, მათ შორის სხვაობა განსაკუთრებით გაიზარდა.

ევროს კურსის შედარება დოლართან

ლარის გაცვლით კურსზე გავლენას უცხოური ვალუტის (განსაკუთრებით დოლარის) მიწოდება ახდენს. თუ ეკონომიკაში უცხოური ვალუტის ნაკადები და მოცულობა იზრდება, კურსი მყარდება,  და პირიქით, თუ უცხოური ვალუტა მცირდება – უფასურდება.

ევროს კურსი საქართველოში –  ვალუტის ძირითადი წყაროები

ევროს კურსი საქართველოში რამდენიმე ძირითად წყაროს მოიცავს:

  • საქონელი
  • მომსახურების ექსპორტი
  • ფულადი გზავნილები
  • უცხოური ინვესტიციები
  • კომერციული ბანკების მიერ უცხოურ ვალუტაში მოზიდული რესურსები

2022 წელს საქონლისა და მომსახურების ექსპორტის ზრდის დინამიკა უფრო მაღალია, ვიდრე იმპორტის. მაგალითად, ოქტომბერში, წინა პერიოდთან შედარებით, ექსპორტი 10.1%-ითაა გაზრდილი, ხოლო იმპორტი 3.1%-ით შემცირებულია. აღნიშნული კი ლარის გაცვლით კურსზე დადებითად აისახება, რადგან ასეთ პირობებში უცხოური ვალუტის შემომავალი ნაკადები უფრო მეტია, ვიდრე იმპორტისთვის გასავალი. შესაბამისად, ევროს კურსი უფრო უფასურდება ლართან მიმართებით.

ტურიზმი და ევროს კურსი საქართველოში

საქართველოში ევროს კურსის მნიშვნელოვანი წყარო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლებია, რომლის აღდგენის დინამიკა განსაკუთრებით მიმდინარე წლის მეორე ნახევრიდან მზარდია. ტურიზმიდან შემოსავლების აღდგენა გაცვლით კურსზე დადებითად აისახება.

2022 წელს ევროს კურსი დოლართან მიმართებაში 12%-ზე მეტით გაუფასურდა. ევროს უკანასკნელმა გაუფასურებამ ვალუტა 2002 წლის შემდეგ ყველაზე მეტად შეასუსტა. ის ყველაზე სუსტი 2000 წელს იყო, როდესაც 1 ევროს ყიდვა  85 ცენტზე დაბალ ფასში შეიძლებოდა.

თუ გაინტერესებთ, ვალუტის კურსის დინამიკა ან ის, თუ რა ღირს 1 ევრო დღეს საქართველოში valutiskursi.com -ზე მიიღებთ დაზუსტებულ ინფორმაციას.

ევროს კურსი ბანკებში

ევროს კურსი ბანკებში ეყრდნობა ეროვნული ბანკის მონაცემებს. მას შემდეგ რაც ეროვნული ბანკი დაადგენს ევროს გაცვლით კურსს, იმ კურსით მოხდება ევროს ყიდვა-გაყიდვა ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულ საბანკო სექტორში.

2022 წელს საერთაშორისო სავალუტო ბირჟაზე ევროს გაცვლითმა კურსმა $1-იან ნიშნულს მიაღწია, რაც გასული 20 წლის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

პარიტეტი, ანუ დოლარისა და ევროს ღირებულებების გათანაბრება (€1 = $1)  გეოპოლიტიკურმა და მაკროეკონომიკურმა ფაქტორებმა გამოიწვია. საგულისხმოა, რომ სავალუტო ბირჟაზე მსგავსი რამ 2002 წლის შემდეგ არ მომხდარა.

რაც შეეხება ევროს ყველაზე მაღალ გაცვლით კურსს ლართან მიმართებაში, ეს 2021 წელს დაფიქსირდა, როცა ერთი ევროს ღირებულებამ 3,98 ლარი შეადგინა. შესაბამისად, ეს მაჩვენებელი იყოს ყველაზე მაღალი ევროს კურსი ბანკებში.

ევროს კურსი ჯიხურებში

ევროს კურსი ჯიხურებში უფრო განსხვავებულია, მაგრამ ბიზნესები ვერ სარგებლობენ ჯიხურის კურსით. ევროს ყიდვა- გაყიდვა ჯიხურებში მომგებიანია ფიზიკური პირებისთვის, ინდივიდუალური მეწარმეებისთვის, მცირე ბიზნესებისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ ევროს კურსი ჯიხურებში და ბანკებში განსხვავებულია, ის მაინც ეყრდნობა ეროვნული ბანკის მონაცემებს.

ოფიციალური გაცვლითი კურსები ეროვნული ბანკის ვებგვერდზე  ქვეყნდება  ყოველდღიურად, არა უგვიანეს გაანგარიშების დღის 17:00 საათისა. ოფიციალური გაცვლითი კურსები მოქმედებს გამოქვეყნების მომდევნო დღიდან, ახალი კურსების ამოქმედების დღემდე.

რა ღირს 1 ევრო დღეს

საქართველოში ევროს კურსი დღეს საკმაოდ ცვალებადია. მართალია, 2022 წელს ევრომ დოლართან მიმართებაში 20 წლიანი ანტირეკორდი მოხსნა, მაგრამ  2023 წელს ექსპერტები ევროს გაძლიერებას პროგნოზირებენ.

ქვედა სურათზე მოცემულია ევროს კურსი საქართველოში ლართან მიმართებაში 2022 წლის განმავლობაში.

ევროს კურსი საქართველოში ლართან მიმართებაში

შემდეგ წლებში ევრო უფრო ძლიერი იქნება, ხოლო დოლარი ბევრად უფრო სუსტი, ვიდრე დღეს არის. უკვე შეინიშნება ევროს გამყარების ტენდენცია დოლართან მიმართებაში, არსებობს ვარაუდი, რომ  დოლართან მიმართებაში ლარიც მნიშვნელოვნად გამყარდება.

რა ღირს 1 ევრო დღეს შესაძლებელია გადაამოწმოთ დღე-ღამის ნებისმიერ მომენტში საიტზე valutiskursi.com. პლატფორმაზე შეგიძლიათ შეამოწმოთ როგორც ევროს კურსი დღეს, ასევე მისი დინამიკა და ისტორია.

საქართველოს ეროვნული ბანკი და ევროს კურსი

საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური საიტი ინახავს ინფორმაციას ევროს გაცვლითი კურსის შესახებ მისი შექმნის დღიდან  დღემდე. დღევანდელი ევროს კურსი (ევრო ლარში) დადგენილია სწორედ ეროვნული ბანკის მიერ.

ევროს კალკულატორი, რომელიც გამოგითვლით ევროს ღირებულებას დოლართან, ლართან თუ  სხვა ვალუტებთან მიმართებაში განთავსებულია საიტზე valutiskursi.com. 

მისი საშუალებით მარტივად გაიგებ თუ რა ღირს ნებისმიერი რაოდენობის ევრო ლარში, მაგალითად, რა ღირს 100 ევრო დღეს. ამისათვის, საიტის ზედა ნაწილში, კალკულატორში ჩაწერე ციფრი ან ევროში, ან ლარში და მიიღებ შესაბამის თანხას.

ევროს კურსის კალკულატორი - რა ღირს 1 ევრო დღეს

ზოგადად, სხვა ქვეყნების ვალუტების მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის განსაზღვრას და გამოქვეყნებას ახდენს საქართველოს ეროვნული ბანკი. ოფიციალური გაცვლითი კურსი გამოიყენება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტთან ანგარიშსწორებისას და სხვა მიზნებისათვის.

ევროს კურსის ინფორმაციის მიღების წყარო

ევროს კურსის შესახებ ინფორმაციის მიღების წყაროს წარმოადგენს „როიტერის“, „ბლუმბერგის“ საინფორმაციო სისტემები და შესაბამისი ქვეყნის ცენტრალური ბანკების ვებგვერდები.

სხვა დანარჩენი ქვეყნების ვალუტების მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი განისაზღვრება საერთაშორისო ბაზრებზე, ან ქვეყნის შიდა სავალუტო ბაზარზე არსებული კურსების გადაანგარიშების საფუძველზე.

ინფლაცია და ევროს კურსი საქართველოში

ევროს კურსი საქართველოში ინფლაციის დროს მნიშვნელოვან ზემოქმედებას განიცდის, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ვალუტა.

თუ ინფლაციის მაჩვენებელი ძალიან მაღალია, ინვესტორები ელიან, რომ ევროს კურსი უფრო მაღლა აიწევს. შედეგად, ვალუტაზე მოთხოვნა შემცირდება და მისი ღირებულება დროთა განმავლობაში შემცირდება.

ინფლაცია არის ეკონომიკაში ფასების საერთო დონის ზრდა. ტერმინი სათავეს იღებს ლათინური სიტყვიდან  inflare-დან, რაც გაბერვას ნიშნავს.

თუ ქვეყანაში დროის გარკვეულ პერიოდში, მასობრივად, სხვადასხვა პროდუქტისა და მომსახურების ფასი იზრდება, მაშინ საქმე გვაქვს ინფლაციურ პროცესთან.

ინფლაციის განმარტება ორგვარად შეგვიძლია:

  1. საქონელზედა მომსახურებაზე ფასების საერთო დონის ზრდა 
  2. ფულის მსყიდველობითი უნარის შემცირება, (როდესაც თითოეულ ლარს უფრო ნაკლებიპროდუქტის და მომსახურების შეძენა შეუძლია)

კონცეპტუალურად, ინფლაცია ეხება ფასების ზოგად ტენდენციას და არა რაიმე კონკრეტულ ფასში ცვლილებას. მაგალითად, თუ ადამიანები ყიდულობენ უფრო მეტ კიტრს, ვიდრე პომიდორს, კიტრი უფრო ძვირდება და პომიდორი იაფდება და ამას არ აქვს საქმე ინფლაციასთან.

ინფლაცია და ვალუტის ღირებულება

ინფლაცია დაკავშირებულია თავად ევროს კურსის ვალუტის ღირებულებასთან. როდესაც ერთი და იმავე მოცულობის ვალუტით უფრო ნაკლები მომსახურებისა თუ პროდუქტის მიღება შეგიძლია, ვიდრე იღებდი 1 წლის წინ – ეს უკვე ინფლაციაა. 

როდესაც ვალუტა ოქროსთან იყო დაკავშირებული, ოქროს ახალი საბადოების აღმოჩენისას, ოქროს და ვალუტის ღირებულება ეცემოდა და ყველა სხვა საქონლის ფასი იზრდებოდა.

ევროს გავლენა ინფლაციაზე

მას შემდეგ რაც ევროს კურსი შემოვიდა სავალუტო ბაზარზე, ევროზონაში ფასები  დასტაბილურდა. თუმცა, ევროს შემოღებისას არსებობდა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ რომ ის მოახდენდა დიდ გავლენას ინფლაციაზე. მოკლევადიან პერიოდში, ევროზონის მოსახლეობაში გაჩნდა კიდეც შთაბეჭდილება, რომ ევროს შემოღებამ ფასების ზრდა გამოიწვია, მაგრამ ეს შეხედულება არ დადასტურდა ინფლაციის ზოგადი ინდექსებით და სხვა კვლევებით.  

1999 წლის 1 იანვრიდან ინფლაციამ საშუალოდ 1,7% შეადგინა.  ეს დაბალი მაჩვენებელი იყო  იმ საშუალო ინფლაციის ფონზე, რომელიც დაფიქსირდა ცალკეულ ქვეყნებში 1970-იან, 1980-იან და 1990-იან წლებში. მათ ჯერ კიდევ არ ჰქონდათ ევრო შემოღებული.

საპროცენტო განაკვეთები

ინფლაცია მჭიდროდ არის დაკავშირებული საპროცენტო განაკვეთებთან, რამაც შეიძლება შეცვალოს ევროს კურსი. მათ შეიძლება გავლენა მოახდინონ თუ რა ღირს 1 ევრო საქართველოში დღეს.

როგორც წესი, ქვეყნები ცდილობენ დააბალანსონ საპროცენტო განაკვეთები და ინფლაცია, მაგრამ ამ ორს შორის ურთიერთობა რთულად სამართავია.

დაბალი საპროცენტო განაკვეთები ასტიმულირებს სამომხმარებლო ხარჯებს და განაპირობებს ეკონომიკურ ზრდას, რაც გავლენას ახდენს ევროს კურსის ღირებულებაზე. 

თუ სამომხმარებლო ხარჯები იზრდება იმ დონემდე, რომ მოთხოვნა აღემატება მიწოდებას, ამ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს ინფლაცია.

გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ დაბალი საპროცენტო განაკვეთები არაა მიმზიდველი უცხოური ინვესტორებისთვის, მათი ინტერესის სფერო მაღალი საპროცენტო განაკვეთებია, რაც ზრდის მოთხოვნას ქვეყნის ვალუტაზე. ინვესტორების პირველი ფიქრი ინვესტიციის ჩადებისას არის – რა მოგების მოტანა შეუძლია ინვესტიციას  და რამდენად მყარ ვალუტაში შეძლებენ ფულის შენახვასა და დაბანდებას.

პოლიტიკური სტაბილურობა

თუ ქვეყანა აღიქმება პოლიტიკურად ან ეკონომიკურად არასტაბილურად, ან თუ არსებობს რაიმე მნიშვნელოვანი შესაძლებლობა უეცარი დევალვაციის ან ვალუტის ღირებულების სხვა ცვლილებისა, ინვესტორები ერიდებიან ინვესტიციის ჩადებას. 

შესაბამისად, მნიშვნელოვანია ევროს კურსი და სხვა ვალუტებიც იყოს მეტნაკლებად სტაბილური ქვეყანაში.

რა არის დეფლაცია?

დეფლაციას, ესაა პროდუქტებისა და მომსახურების ფასების შემცირების გრძელვადიანი პროცესი. ის აღნიშნავს მოვლენას, როდესაც ინფლაციის დონე 0-ს ქვემოთ ეცემა და უარყოფითი ხდება. 

მოულოდნელმა დეფლაციამ შესაძლოა ევროს კურსი გაზარდოს და იმავე თანხით უფრო მეტი რაოდენობის პროდუქტისა და სერვისის შეძენა იყოს შესაძლებელი.

კარგია თუ ცუდი დეფლაცია?

ინფლაცია ტრადიციულად ითვლება ნეგატიურ მოვლენად,  მაგრამ ამ ფონზე შეგვიძლია, ვთქვათ, რომ დეფლაცია იქნება დადებითი? ცხადია, არა. საქმე ისაა, რომ ფასების დონის შემცირება, ყოველთვის არაა კარგი ეკონომიკისთვის. ზომიერი შემცირება ისეთი სახის საქონელზე როგორიცაა სურსათი ან ენერგია, დადებითად აისახება მომხმარებელთა მდგომარეობაზე, თუმცა, მხედველობაში უნდა ვიქონიოთ ის მიზეზები, რომელიც იწვევს დეფლაციას და  ასევე პერიოდი,  თუ რამდენ ხანს გრძელდება ეს დეფლაცია.

რის გამო შეიძლება შემცირდეს ფასები?

ფასების დონე შეიძლება შემცირდეს პროდუქტზე მოთხოვნის შემცირების ან მიწოდების ზრდის გამო, ასევე ფულზე მოთხოვნის ზრდის შედეგად. დადებით მოვლენად დეფლაცია იქცევა თუ ფასების დონის შემცირება გამოწვეულია ტექნოლოგიური პროგრესის ხარჯზე, რასაც საბოლოოდ წარმოების მოცულობაც მოჰყვება. შედეგად, გამყარდება ეროვნული ვალუტა და ევროს კურსი დაბლა დაიწევს.

რა შეიძლება გამოიწვიოს ფასების ვარდნამ?

დეფლაციურ ეკონომიკაში ფასების მკვეთრი ვარდნა იწვევს ბიზნესში კომპანიების დანახარჯების შემცირებას, მათ შორის შრომის ანაზღაურების ხარჯების კლებასაც. ეს კი, ნეგატიურად აისახება დასაქმებულთა კეთილდღეობაზე. ხალხი სამსახურს კარგავს, უმუშევრობის გამო ვერ ყიდულობს სათანადო რაოდენობის საქონელსა და მომსახურებას, რის გამოც, მოთხოვნა კვლავაც მცირდება.

ეკონომისტების შეფასებით, ევროს კურსის დევალვაცია ევროკავშირის ქვეყნების ექსპორტის პოტენციალზე დადებითად აისახება, რადგანაც უცხოელ მყიდველებს ევროზონაში წარმოებული პროდუქციის შესაძენად უფრო ნაკლები დოლარის გადახდა მოუწევთ. 

ევროს კურსი საქართველოში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის ეკონომიკისთვის და თითოეული ადამიანის კეთილდღეობისთვის. თვალი ადევნე ვალუტის კურსის ცვლილებას ჩვენს საიტზე, გაიგე რა ღირს 1 ევრო დღეს მარტივად და სწრაფად.