ლარის კურსი დღეს

ეროვნული ბანკის ოფიციალური ლარის კურსი დღეს საქართველოში. 

ლარის კურსი ევროსთან და დოლართან

USD

1 ა.შ.შ დოლარი
2.671₾
0.0011

EUR

ევრო
2.8387₾
-0.0063
ლარის კალკულატორი

ჩაწერე ციფრი

სტატისტიკა

ლარის კურსი სხვადასვა ვალუტებთან

საიტზე წარმოდგენილია ლარის კურსი საქართველოში სხვა ქვეყნის ვალუტებთან მიმართებაში. ინფორმაცია ეყრნდობა საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებს და განახლებადია ყოველდღიურად.

 
AED 10 არაბეთის გაერთიანებული საამიროების დირჰამი 7.273 0.003
AMD 1000 სომხური დრამი 6.8002 0.0152
AUD 1 ავსტრალიური დოლარი 1.7129 -0.018
AZN 1 აზერბაიჯანული მანათი 1.5708 0.0006
BGN 1 ბულგარული ლევი 1.4512 -0.0035
BRL 1 ბრაზილიური რიალი 0.5151 -0.0065
BYN 1 ბელარუსული რუბლი 0.8178 0.0003
CAD 1 კანადური დოლარი 1.9361 -0.0072
CHF 1 შვეიცარიული ფრანკი 2.9252 0.0028
CNY 10 ჩინური იუანი 3.6899 0.0015
CZK 10 ჩეხური კრონა 1.1245 0.0012
DKK 10 დანიური კრონი 3.8048 -0.0085
EGP 10 ეგვიპტური გირვანქა 0.5502 0.0012
EUR 1 ევრო 2.8387 -0.0063
GBP 1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი 3.3243 -0.0104
HKD 10 ჰონკონგური დოლარი 3.4107 +0.0004
HUF 100 უნგრული ფორინტი 0.7189 -0.0044
ILS 10 ისრაელის შეკელი 7.0841 -0.099
INR 100 ინდური რუპია 3.1974 -0.002
IRR 10000 ირანული რიალი 0.636 0.0003
ISK 100 ისლანდიური კრონი 1.8838 -0.004
JPY 100 იაპონური იენი 1.7279 -0.0065
KGS 100 ყირგიზული სომი 2.9915 0.0012
KRW 1000 სამხრეთ კორეული ვონი 1.9152 -0.0138
KWD 1 ქუვეითური დინარი 8.6665 0.0008
KZT 100 ყაზახური ტენგე 0.5951 0.0002
MDL 10 მოლდოვური ლეი 1.498 -0.0015
NOK 10 ნორვეგიული კრონი 2.4295 -0.017
NZD 1 ახალზელანდიური დოლარი 1.5713 -0.0152
PLN 10 პოლონური ზლოტი 6.5498 -0.0843
QAR 10 კატარული რიალი 7.3347 0.003
RON 10 რუმინული ლეი 5.7043 -0.0152
RSD 100 სერბიული დინარი 2.4232 -0.0058
RUB 100 რუსული რუბლი 2.8423 -0.0107
SEK 10 შვედური კრონი 2.4401 -0.0203
SGD 1 სინგაპურული დოლარი 1.9576 -0.0046
TJS 10 ტაჯიკური სომონი 2.4432 0.0016
TMT 10 თურქმენული მანათი 7.6314 0.0031
TRY 1 თურქული ლირა 0.0822 -0.0002
UAH 10 უკრაინული გრივნა 0.6749 0.0001
USD 1 აშშ დოლარი 2.671 0.0011
UZS 1000 უზბეკური სუმი 0.2109 0.0003
ZAR 10 სამხრეთ აფრიკული რანდი 1.4013 -0.004

ლარის კურსის მიმოხილვა

რა ახდენს გავლენას ლარის კურსზე?

დღეს ლარის გაცვლით კურსს ეროვნული ბანკი ადგენს. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი,  ლარის კურსი შესაძლოა შეიცვალოს შემდეგი ფაქტორების გამო:

  • ტურიზმი
  • სატრანსპორტო გადაზიდვები
  • სახელმწიფო სესხები
  • უცხოური ინვესტიციები
  • ფულადი გზავნილები
  • სავაჭრო დეფიციტი
  • ცენტრალური ბანკების პოლიტიკა

გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა,  ლარის კურსი საქართველოში ძალიან არის დამოკიდებული მსოფლიოში მიმდინარე ისეთი მოვლენებზე, როგორიცაა ომი, პანდემია და სხვა მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენები.

ლარის ყიდვა – გაყიდვა ხდება იმ კონკრეტული დღისთვის დადგენილი ლარის ოფიციალური კურსის მიხედვით, რომელიც ითვლება სამუშაო დღეებში, დღეში ერთხელ და წარმოადგენს წინა სავაჭრო დღეს, სავალუტო ბაზარზე, ბლუმბერგის სავაჭრო სისტემაში დადებული გარიგებების საშუალო შეწონილ კურსს.

რაც შეეხება უცხოური ვალუტის საბაზრო კურსს, მის შესახებ ინფორმაციის მიღების  სხვადასხვა წყარო არსებობს. იმისათვის, რომ გაიგონ, როგორია დოლარის კურსი, ან ევროს კურსი, ხშირად მიმართავენ ბლუმბერგის ვებსაიტს, რომელზეც ქვეყნდება არა მხოლოდ რეალურად შემდგარი გარიგებების კურსები, არამედ ამ სისტემის მომხმარებლების მიერ ვალუტის ყიდვის და გაყიდვის გამოცხადებული კურსების საშუალო მაჩვენებელი. კომპანია Bloomberg თავის ვებგვერდზე ანალოგიური პრინციპით აქვეყნებს დოლარის კურსს, ევროს კურსს და სხვა ქვეყნების სავალუტო კურსებსაც.

ლარის კურსი დღეს საქართველოში

რუსეთ – უკრაინის ომი ქართულ ლარზე მრავალი გზით ახდენს გავლენას. ომს და სანქციებს გამოქცეული შემომსვლელების რიცხვი საქართველოში საგრძნობლად გაზრდილია. დღევანდელი ლარის კურსი მათი ხარჯებისა და გადმორიცხვების გამო მნიშვნელოვნად გამყარდა. სწორედ ამიტომ ლარის კურსი დღეს უფრო მყარია, ვიდრე ის ომის დასაწყისში იყო, მაგრამ უკრაინაში ომის დასრულებას შესაძლოა მოჰყვეს რუსეთიდან და ბელორუსიდან შემოსული მოსახლეობის უკან დაბრუნება და შესაბამისად, ლარის  კურსი შესაძლოა გაუფასურდეს.

2022 წლის ბოლოს და 2023 წლის დასაწყისში ლარის კურსი ევროსთან, დოლართან და ბრიტანულ ფუნტ სტერლირგთან ასე გამოიყურება, როგორც ქვემოთ მოცემულ სურათზე ხედავთ.

ლარის კურსი 2022 წლის ბოლოს და 2023 დასაწყისში

თუ გსურს თავად შეადარო როგორ იცვლებოდა სხვადასხვა ვატულები, მათ შორის ევროსა და დოლარის კურსები ლართან მიმართებაში, ეწვიე ვალუტის კურსის დინამიკას.

რაც შეეხება იმას, თუ როგორი იქნება ლარი დოლართან მიმართებაში და ლარი ევროსთან მიმართებაში, ვარაუდობენ, რომ  2023 წელს დოლარის კურსი საქართველოში 2.50 – 2.80 – ის ფარგლებში იქნება, რაც შეეხება ევროს, ზაფხულის მოსვლასთან ერთად ევროს გამყარებაა მოსალოდნელი, ევროს შეუძლია დოლარზე 15-30 თეთრით მეტი ღირდეს. პროგნოზირებენ, რომ ზამთრის შემდეგ  ევრო ლართან მიმართებაში 2.70 – 3.20 -ის ფარგლებში მოექცევა.

ლარის კურსის ისტორია

ლარის კურსის ისტორია იწყება მას შემდეგ, რაც 1991 წელს საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, ქვეყნის იდენტობის გამოსაკვეთად საჭირო გახდა სახელმწიფოს ყველა ატრიბუტიკის: გერბის, დროშის, ჰიმნის და ასევე ეროვნული ვალუტის შექმნა.

ჩვენს სტატიაში შეგიძლია გაეცნო ლარის კურსის ისტორიას ბოლო 10 წლის განმავლობაში.

ქართული ფულის შექმნის იდეა საქართველოს პირველი პრეზიდენტის მმართველობის პერიოდში გაჩნდა, რომლის სახელიც „ქართული მანეთი“ უნდა ყოფილიყო, გრაფიკოსებმა ესკიზებიც კი შექმნეს, მაგრამ სამოქალაქო ომი დაიწყო, შეიცვალა ხელისუფლება და ეროვნულ ვალუტაზე სამუშაოდ აღარავის ეცალა.

საბჭოთა კავშირის დაშლის გავლენა

საბჭოთა კავშირი თანდათან იშლებოდა და რუსეთი ცდილობდა,  ყველა ყოფილი წევრი ქვეყნისთვის მძიმე ეკონომიკური პირობები შეექმნა, რათა მათ თავად ეთხოვათ რუსეთისთვის დახმარება. ამიტომ ყველას, მათ შორის საქართველოსაც, შეუწყვიტა რუბლის კუპიურების მიწოდება, შედეგად ქვეყანაში ფიზიკურად აღარ იყო ქაღალდის ფული.

მაშინ ელექტრონულად და ბარათებით გადარიცხვები არ ხდებოდა, ხალხი ვეღარ იღებდა ხელფასს, პენსიას და ვეღარ ყიდულობდნენ ვერაფერს. საჭირო გახდა სწრაფად შექმნილიყო რუბლის შემცვლელი და ასეც მოხდა, ბაზარზე გამოჩნდა კუპონი, რომლის პირველი პარტია ინგლისში დაიბეჭდა და საქართველოში მიმოქცევაში ჩაეშვა.

მაშინდელ ეროვნულ ბანკს არ ჰქონდა არც ლარის კურსი და არც ფულის დიდი მასების მართვის გამოცდილება, ამასთან, ხშირი იყო ნაცნობობით ფულის არამიზნობრივი ბეჭდვა და გაჩუქება – რამაც კატასტროფულ შედეგამდე მიიყვანა სახელმწიფო და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი 7000%-იანი ინფლაცია დაფიქსირდა.

პირველი ლარის ფულის ბეჭდვა

იმ დროს საქართველოს  არ გააჩნდა ფულის ბეჭდვის სახსრები, თუმცა, ჰოლანდიისა და საფრანგეთის დახმარებით, პირველად დაიბეჭდა ქართული ლარი, რომელიც 1995 წლიდან დღემდე საქართველოს ერთადერთ კანონიერ გადახდის საშუალებას წარმოადგენს. მას შემდეგ, ლარის კურსი ფუნქციონირებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმით.

“ლარი” – ძველი ქართული სიტყვაა და ნიშნავს განძს, ქონებას, ხოლო, “თეთრი”, რომელიც ლარის მეასედ ნაწილს ეწოდა,  XIII საუკუნიდან დამკვიდრებული ქართული სამონეტო ტერმინია.

თუ გსურს იხილო როგორ იცვლებოდა ლარის კურსი დროთა განმავლობაში სხვადასხვა ვალუტებთან მიმართებაში, ეწვიეთ ვალუტის კურსის ისტორიას.

დოლარის და ევროს კურსი ლართან მიმართებაში

ევროსა და დოლარის კურსი ლართან მიმართებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის, ვიდრე ნებისმიერი სხვა ვალუტა. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ ქვეყანაში ფულის მიმოქცევის უდიდესი ნაწილი სწორედ ამ 2 ვალუტას უჭირავს. განვიხილოთ თითოეული მათგანი.
 

დოლარი ლარი

ლარის კურსი დოლართან მიმართებაში ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევს, რადგან ამ ორი ვალუტის ურთიერთდამოკიდებულება გავლენას ახდენს:
  • ადამიანების ყოველდღიურობაზე
  • პროდუქტის ფასებზე
  • სერვისის ფასებზე
  • შემოსავლებზე
  • მსყიდველუნარიანობაზე
  • ბიზნეს საქმიანობაზე
  • იმპორტსა და ექსპორტზე
  • და .ა.შ.

2022 წელს, მსოფლიოს მასშტაბით დოლარის კურსი გამყარებით გამოირჩეოდა, თუმცა, წლის ბოლოსთვის გაუფასურება დაიწყო. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა 2022 წლის ბოლოს დაწყებული მცირედი გაუფასურების ტენდენცია 2023-შიც გაგრძელდეს. შესაბამისად, ლარის კურსი დოლართან მიმართებაში როგორც მინიმუმ, უნდა შენარჩუნდეს არსებული კურსით.

ქვედა სურათზე მოცემულია დოლარის კურსი ლართან მიმართებაში 2022 წლის მიწურულს და 2023-ის დასაწყისში. როგორც ხედავთ, ლარი დოლართან მკვეთად გამყარდა ხანმოკლე პერიოდში.

დოლარი ლარი - ბოოლო 3 თვე

საიტის საშუალებით შეგიძლია თვალი ადევნო კურსის ცვლილებას და ყოველდღიურად გაიგო რამდენია დოლარის კურსი დღეს საქართველოში.

ევრო ლარი

ლარის კურსი ევროსთან მიმართებაში, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკისთვის. 2022-ში ევროს გაუფასურებამ დოლართან და სხვა მთავარ ვალუტებთან მიმართებაში ძალიან დააზარალა საზღვარგარეთ მომუშავე ადამიანების შემოსავალი, მათ შორის ევროპის ქვეყანაში სამუშაოდ წასულები ქართველები. თუმცა, ევროს კურსი ასე რომ დასუსტდა, გასაკვირი ნამდვილად არ არის. რუსეთი და უკრაინა ევროპის კონტინენტის ორი უდიდესი ქვეყანაა. მათ შორის ბრძოლა კი პირველ რიგში ევროზე აისახება.

მიუხედავად ამისა, 2022 წლის ბოლოს, ევრომ გამყარების ტენდენცია აჩვენა. მათ შორის ლარის კურსი ევროსთან მიმართებაში საგრძნობლად შეიცვალა. სავარაუდოდ, ევრო ზამთრის პერიოდში დოლარის ღირებულებასთან ახლოს დარჩება, თუმცა, გაზაფხულის მოსვლასთან ერთად უნდა ველოდეთ ევროს გამყარებას. მიზეზი ისაა, რომ სითბოს მოსვლასთან ერთად იკლებს გაზზე დამოკიდებულება. მას შემდეგ რაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, ევროპა გათხევადებულ გაზს ყიდულობს. ეს ენერგო რესურსი კი უფრო ძვირი ჯდება, რადგან გათხევადება, ტანკერებში ჩატვირთვა და ტრანსპორტირება დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული.

ევროს კურსის პროგნოზი 2023 წლისათვის არის პოზიტიური, იქიდან გამომდინარე რომ ევროპამ მოახერხა ყველაზე რთული მომენტის გადალახვა, მათ ააშენეს გაზის და ნავთობის საცავები და შეამცირეს რუსეთზე დამოკიდებულება. ამიტომ მოსალოდნელია, რომ ლარის კურსი ევროსთან მიმართებაში გაუფასურდეს.

ქვედა სურათზე მოცემულია ევროს კურსის ლართან მიმართებაში 2022 წლის დასასრულს და 2023-ის დასაწყისში. როგორც ზემოთ ვახსენეთ, ევრო განაგრძობს გამყარებას.

ევრო ლარი - 3 თვის განმავლობაში

ჩვენი საიტის საშუალებით თვალი ადევნე რამდენია ევროს კურსი საქართველოში და როგორ იცვლება პერიოდულად.

ლარის კურსი ბანკებში

ლარის კურსი ბანკებში ყოველთვის უფრო მყარია და ეფუძნება ეროვნული ბანკის მონაცემებს.

ლარის კურსი საქართველოში განისაზღვრება  ბლუმბერგის ელექტრონულ სავაჭრო სისტემის Bmatch პლატფორმაზე დადებული გარიგებების მიხედვით და ყოველდღიურად ქვეყნდება ეროვნული ბანკის ვებგვერდზე. სავალუტო ბაზარი, რომელიც ადგენს ლარის კურსს,  შედგება კომერციული ბანკებისგან და იმ კორპორაციებისა თუ ინდივიდებისგან, რომელთა ინტერესში უცხოური ვალუტის ყიდვა–გაყიდვა შედის.

ბანკთაშორისი სავალუტო ბაზარი ორგანიზებულია ბლუმბერგის ელექტრონულ სავაჭრო სისტემაში, რომლის საშუალებითაც ხდება ვალუტებით ვაჭრობის გარიგებების დადება. აღნიშნულ ბაზარზე მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოში ლიცენზირებულ ყველა კომერციულ ბანკსა და უცხოური ბანკების ფილიალებს, რომლებსაც, მათი მოთხოვნის საფუძველზე, ეროვნული ბანკის მიერ მინიჭებული აქვთ მონაწილე ბანკის სტატუსი.

ლარის კურსი ჯიხურებში

ლარის ყიდვა – გაყიდვა ჯიხურებში შესაძლოა უფრო მომგებიანი იყოს, მაგრამ ჯიხური და მისი კურსი განკუთვნილია ფიზიკური პირებისთვის, მცირე მეწარმეებისთვის, როცა საქმე ეხება სახელმწიფო უწყებებს და ტრანზაქციებს, ამ შემთხვევაში როგორც წესი, ბანკის კურსით სარგებლობენ ხოლმე.

ლარის კურსი ჯიხურებში, ისევე როგორც ბანკის კურსი ბუნებრივია, ეფუძნება ეროვნული ბანკის მონაცემებს, მაგრამ სხვაობა კანონით განსაზღვრულ ფარგლებში შესაძლოა მაინც დაფიქსირდეს.

 ეროვნული ბანკის ლარის კურსი

საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი, რომელიც ხელს უწყობს გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდას. ეროვნული ბანკის ამოცანას არ წარმოადგენს ლარის კურსის ფიქსაცია, შესაბამისად არ ხდება ბანკის ჩარევა სავალუტო ბაზრის პროცესში, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, როდესაც ადგილი აქვს კურსის მკვეთრ ცვლილებას. ლარის ოფიციალური კურსი, გაიანგარიშება ბანკთაშორის სავალუტო ბაზარზე დადებული გარიგებების მიხედვით.

ინფორმაცია სავაჭრო სისტემაში დადებული გარიგებების შესახებ ხელმისაწვდომი ხდება საქართველოს ეროვნული ბანკისთვის, რომელიც წინა სამუშაო საბანკო დღის 16:30 საათიდან მიმდინარე სამუშაო საბანკო დღის 16:30 საათამდე დადებული გარიგებების გათვალისწინებით გაიანგარიშებს დღევანდელი ლარის კურსს, რაც ცხადდება ლარის ოფიციალურ გაცვლით კურსად შემდგომი დღისთვის. ოფიციალური გაცვლითი კურსების გამოქვეყნება ხდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე არა უგვიანეს გაანგარიშების დღის 17:00 საათისა.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ბანკს აქვს შემდეგი უფლებები:

  • ლარის ბანკნოტებისა და მონეტების დამზადება
  • საქართველოს ტერიტორიაზე მათი გამოშვება
  • მოძველებული ლარის ბანკნოტებისა და მონეტების მიმოქცევიდან ამოღება
  • შესაბამისი ოდენობის ახალი ბანკნოტებითა და მონეტებით ჩანაცვლება
  • ძველი ბანკნოტებისა და მონეტების განადგურება

თუ გაინტერესებთ ლარის კურსი სხვადასხვა ვალუტასთან მიმართებაში, ლარის კურსის კალკულატორის დახმარებით მიიღეთ სასურველი ინფორმაცია ნებისმიერ ვალუტასთან დაკავშირებით.

ამისათვის საიტის ზედა სივრცეში, სადაც ლარის კალკულატორია განთავსებული, უნდა ჩაწეროთ ციფრი ლარის, დოლარის ან ევროს ველში. შედეგად, სხვა ვალუტები ავტომატურად დაითვლება.

ლარის კალკულატორი

ლარის კურსი და ინფლაცია

ლარის კურსის ცვლილება ინფლაციის განმსაზღვრელი ერთ-ერთი ფაქტორია, ამიტომაც დოლართან მიმართებაში ლარის გაუფასურებისას ყოველთვის არსებობს ინფლაციის ზრდის საშიშროება.

ინფლაციას „დაფარულ გადასახადსაც“ უწოდებენ, რომლის დროსაც  ერთი და იმავე თანხით უფრო ნაკლები პროდუქციისა და მომსახურების შეძენა ხდება შესაძლებელი, იყო ვიდრე წინა წელს. ხსენებული პროცესის დროს პროდუქციის ნაწილი შეიძლება გაიაფდეს, მაგრამ როგორც წესი, ფასების საერთო დონე მაინც მატულობს.

2022 წლის დეკემბერში სამომხმარებლო ფასები, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9.8%-ით გაიზარდა, ბოლო 12 თვის საშუალო წლიურმა ინფლაციამ კი, საქსტატის ცნობით 11.9%-ს მიაღწია, რაც თავის მხრივ 1999 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ვინაიდან ინფლაციას და ვალუტას ასეთი მჭიდრო კავშირი აქვთ, სწორედ ის განაპირობებს როგორი იქნება ლარის კურსი საქართველოში დღეს.

ინფლაციის გამომწვევი მიზეზებია:

  • მოთხოვნით გამოწვეული ინფლაცია, როდესაც მთლიანი მოთხოვნა ეკონომიკაში აჭარბებს არსებულ მიწოდებას. ანუ, სხვაგვარად ეს არის ე.წ. მონეტარული ინფლაცია;
  • ხარჯებით გამოწვეული ინფლაცია, როდესაც მზა პროდუქტებსა და მომსახურებაზე ფასები იმატებს ნედლ მასალებზე ფასების ზრდის გამო ან როდესაც ხელფასების მატება წარმოებული პროდუქციის ერთეულ ფასს ზრდის;
  • ფასწარმოქმნით გამოწვეული ინფლაცია, ანუ დაწესებული ფასის ინფლაცია. როდესაც რამდენიმე ბიზნესი გადაწყვეტს, მოუმატოს ფასებს საკუთარი მოგების გაზრდის მიზნით, ანუ სხვაგვარად თუ ვიტყვით, ოლიგოპოლიური ინფლაცია. ოლიგოპოლიებს შეუძლიათ დააწესონ საკუთარი ფასები და გაზარდონ ეს ფასები, როდესაც მოესურვებათ – ე.წ. კარტელური გარიგებებით;
  • ინფლაციის მეოთხე ტიპი სექტორული ინფლაციაა, როდესაც ერთ დარგში ფასების ზრდა სხვა სექტორებში ზრდის ფასებს, მაგალითად, ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე ფასების ზრდა საკვებსა და სხვა სექტორებში ფასების ზრდას იწვევს. ინფლაციის ამ ტიპების გარდა, იმ ქვეყნებში, რომლებიც იმპორტზე დამოკიდებულები არიან, იმპორტირებული ინფლაცია არსებობს (მოწოდების შოკები), რომელიც სხვა მიზეზთა შორის ერთ-ერთი გავრცელებული ფაქტორია, რომელიც ინფლაციის დონის ზრდას იწვევს.

ლარის კურსი და დეფლაციის გავლენა

ლარის კურსი, ისევე როგორც სხვა ქვეყნის ვალუტები, დეფლაციის შედეგად დიდ ცვლილებებს განიცდის. ესაა პროდუქტებისა და მომსახურების ფასების შემცირების გრძელვადიანი პროცესი. ის აღნიშნავს მოვლენას, როდესაც ინფლაციის დონე 0-ს ქვემოთ ეცემა და უარყოფითი ხდება.

დეფლაციის პირობებში იზრდება ფულის მსყიდველობითი უნარი, რაც გამოიხატება სამომხმარებლო ფასების ინდექსის ვარდნაში. თუ ინფლაცია ამცირებს ლარის რეალურ ღირებულებას, დეფლაციის დროს, პირიქით, ლარის კურსი მკვეთრად იზრდება. რის შედეგადაც ერთი და იგივე ფულის ოდენობით შესაძლებელი ხდება უფრო მეტი საქონლის შეძენა, ვიდრე ინფლაციის დროს. მიჩნეულია, რომ დეფლაცია ეკონომიკისათვის ბევრად უფრო საშიშია, ვიდრე ინფლაცია, ვინაიდან მასთან ბრძოლის მეთოდები ძალიან მწირია და, ხშირ შემთხვევაში, არაეფექტური.

თვალი ადევნე ვალუტის ცვლილებას ჩვენს საიტზე, გაიგე დღევანდელი ლარის კურსი საქართველოში მარტივად და სწრაფად.