დოლარის კურსის პროგნოზი ლართან მიმართებაში

ლარის კურსის პროგნოზი

ბოლო 4 თვის განმავლობაში დოლარის კურსი მკვეთრად შეიცვალა – მარტიდან მოყოლებული ლარი სტაბილურად განაგრძობდა გამყარებას. დოლარის ყველაზე დაბალი კურსი ლართან მიმართებაში 9 მაისს, 2.48 დაფიქსირდა. ხოლო მომდევნო დღიდან დოლარმა მკვეთრი გამყარება დაიწყო, ჯერ 1 დოლარის ფასი 2.53 ლარი გახდა, ხოლო მაისის ბოლოს კი 2.64 ლარს მიაღწია.

ვალუტის კურსი ბოლო 3 თვეში

დღევანდელი დოლარის კურსი ლართან მიმართებაში 2.62-სა და 2.61- შორის მერყეობს. რა თქმა უნდა, ვალუტის კურსი ჯიხურებში ბანკებთან შედარებით ყოველთვის მცირედით განსხვავებულია.

როგორი იქნება დოლარის კურსი მომდევნო თვეების განმავლობაში?

ვალუტის კურსის ცვლილება უამრავ კომპლექსურ ფაქტორზეა დამოკიდებული, შესაბამისად, მისი პროგნოზირება რთულია. მიუხედავად ამისა, მომდევნო 3 თვის განმავლობაში მოსალოდნელია, რომ ლარის კურსი დოლართან მიმართებაში არ გაუფასურდება, პირიქით შესაძლოა გამყარდეს კიდევაც. სავარაუდოთ, კურსი 2.55-სა და 2.62-ს შორის შენარჩუნდება.

ამის პროგნოზირება რამდენიმე ძირითად ფაქტორზე დაყრნდობით შეიძლება:

  1. ზაფხულის პერიოდში ტურისტული ნაკადები პიკს აღწევს, რაც ხელს უწყობს ლარის გამყარებას
  2. ემიგრანტების მიერ გადმორიცხული თანხები ზაფხულის პერიოდში შედარებით უფრო მაღალ ნიშნულს აღწევს
  3. ქვეყნის სტაბილური ეკონომიკური მაჩვენებლები.
  4. თუ ბოლო რამდენიმე წლის მონაცემებს გადავხედავთ, ზაფხულის განმავლობაში ლარის გაუფასურება არ ფიქსირდეაბა. 2022 წელს კი პირიქით, ზაფხულში ლარი სტაბილურად გამყარდა.

რამ შეიძლება მოახდინოს გავლენა ლარის კურსზე?

  • მაკროეკონომიკური ფაქტორები, როგორიცაა მშპ-ს ზრდა, ინფლაციის განაკვეთები, საპროცენტო განაკვეთები, ფისკალური პოლიტიკა და შესაბამისი ცენტრალური ბანკების მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილებები.
  • სავაჭრო ბალანსი, რომელიც ზომავს სხვაობას ქვეყნის ექსპორტსა და იმპორტს შორის. თუ საქართველოს ექსპორტი აღემატება იმპორტს, ეს ქმნის მოთხოვნას ლარზე და ამყარებს მის ღირებულებას; პირიქით, როდესაც იმპორტი აღემატება ექსპორტს, ლარი შესაძლოა გაუფასურდეს.
  • ქვეყანაში პოლიტიკურმა სტაბილურობამ ან არასტაბილურობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ვალუტის ღირებულებაზე. სტაბილურ პოლიტიკურ პირობებს და ხელსაყრელ საინვესტიციო კლიმატს შეუძლია მიიზიდოს უცხოელი ინვესტორები, რაც გამოიწვევს ლარზე მოთხოვნის გაზრდას და პოტენციურად გაძლიერებს მის ღირებულებას.
  • გლობალურ ეკონომიკაში განვითარებულმა მოვლენებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ვალუტის გაცვლის კურსებზე. ისეთმა მოვლენებმა, როგორიცაა გლობალური საქონლის ფასების ცვლილება, გეოპოლიტიკური დაძაბულობა და გლობალური ფინანსური ბაზრის ტენდენციები, შეიძლება გავლენა იქონიოს ინვესტორების განწყობაზე და გამოიწვიოს ვალუტის რყევები.
  • ცენტრალურ ბანკებს აქვთ შესაძლებლობა ჩაერიონ სავალუტო ბაზრებზე, რათა გავლენა მოახდინონ შიდა ვალუტის ღირებულებაზე. თუ საქართველოს ეროვნული ბანკი ან აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემა ჩაერევა ვალუტების ყიდვით ან გაყიდვით, ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს ლარისა და აშშ დოლარის კურსზე.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ვალუტის კურსებზე გავლენას ახდენს ამ და სხვა ფაქტორების კომპლექსური ურთიერთქმედება. მათ შორის, ბიზნესის როლი ვალუტის სტაბილურობაში ძალიან დიდია.