ვალუტის კურსი დღეს
ეროვნული ბანკის ოფიციალური ვალუტის კურსი საქართველოში
მიმდინარე კურსი
ვალუტა | კურსი | ცვლილება |
USD | 2.7335 | 0.0008 |
EUR | 3.0175 | -0.0076 |
GBP | 3.5861 | -0.0435 |
RUB | 2.8723 | -0.0204 |
ვალუტის კალკულატორი
ჩაწერე ციფრი
სტატისტიკა
ყველა ვალუტა
ყველა ქვეყნის ვალუტა ერთ სივრცეში. მონაცემები მოწოდებულია ეროვნული ბანკის ვალუტის კურსის მიხედვით და განახლებადია ყოველდღიურად
AED | 10 არაბეთის გაერთიანებული საამიროების დირჰამი | 7.4421 | 0.0021 |
AMD | 1000 სომხური დრამი | 7.0668 | 0.0147 |
AUD | 1 ავსტრალიური დოლარი | 1.8714 | -0.0142 |
AZN | 1 აზერბაიჯანული მანათი | 1.6076 | 0.0002 |
BGN | 1 ბულგარული ლევი | 1.5429 | -0.0039 |
BRL | 1 ბრაზილიური რიალი | 0.5023 | 0 |
BYN | 1 ბელარუსული რუბლი | 0.8369 | 0.0002 |
CAD | 1 კანადური დოლარი | 2.0203 | -0.006 |
CHF | 1 შვეიცარიული ფრანკი | 3.2136 | -0.0093 |
CNY | 10 ჩინური იუანი | 3.8946 | 0.0011 |
CZK | 10 ჩეხური კრონა | 1.1901 | -0.0051 |
DKK | 10 დანიური კრონი | 4.0454 | -0.01 |
EGP | 10 ეგვიპტური გირვანქა | 0.5654 | 0.0002 |
EUR | 1 ევრო | 3.0175 | -0.0076 |
GBP | 1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი | 3.5861 | -0.0435 |
HKD | 10 ჰონკონგური დოლარი | 3.5196 | +-0.0004 |
HUF | 100 უნგრული ფორინტი | 0.7516 | -0.0063 |
ILS | 10 ისრაელის შეკელი | 7.1976 | -0.0112 |
INR | 100 ინდური რუპია | 3.2554 | -0.0048 |
IRR | 10000 ირანული რიალი | 0.6508 | 0.0002 |
ISK | 100 ისლანდიური კრონი | 2.0184 | 0.0002 |
JPY | 100 იაპონური იენი | 1.8614 | -0.027 |
KGS | 100 ყირგიზული სომი | 3.2492 | 0.0021 |
KRW | 1000 სამხრეთ კორეული ვონი | 2.0479 | -0.0212 |
KWD | 1 ქუვეითური დინარი | 8.9359 | -0.0003 |
KZT | 100 ყაზახური ტენგე | 0.5666 | 0.0007 |
MDL | 10 მოლდოვური ლეი | 1.5611 | -0.0009 |
NOK | 10 ნორვეგიული კრონი | 2.5742 | -0.021 |
NZD | 1 ახალზელანდიური დოლარი | 1.7002 | -0.0176 |
PLN | 10 პოლონური ზლოტი | 7.0131 | -0.0303 |
QAR | 10 კატარული რიალი | 7.4989 | 0.0032 |
RON | 10 რუმინული ლეი | 6.0637 | -0.0155 |
RSD | 100 სერბიული დინარი | 2.5793 | -0.0055 |
RUB | 100 რუსული რუბლი | 2.8723 | -0.0204 |
SEK | 10 შვედური კრონი | 2.6545 | -0.0129 |
SGD | 1 სინგაპურული დოლარი | 2.1072 | -0.0135 |
TJS | 10 ტაჯიკური სომონი | 2.5594 | -0.0054 |
TMT | 10 თურქმენული მანათი | 7.81 | 0.0023 |
TRY | 1 თურქული ლირა | 0.08 | 0.0002 |
UAH | 10 უკრაინული გრივნა | 0.6634 | 0.0013 |
USD | 1 აშშ დოლარი | 2.7335 | 0.0008 |
UZS | 1000 უზბეკური სუმი | 0.2145 | 0.0002 |
ZAR | 10 სამხრეთ აფრიკული რანდი | 1.5657 | -0.0057 |
დოლარის კურსი ბოლო წლების განმავლობაში: ანალიზი და ტენდენციები
დოლარის კურსის პროგნოზი ლართან მიმართებაში
მენტალური ჯანმრთელობის გავლენა ფინანსებზე
რა განსზაღვრავს ვალუტის კურს?
როგორ ხდება ვალუტის კურსის დადგენა?
ვალუტა არის საქონლისა და მომსახურების გაცვლის საშუალება, ანუ ეს არის ფული, ქაღალდის ან მონეტის სახით, რომელიც გაიცემა მთავრობის მიერ და მიიღება მისი ნომინალური ღირებულებით, როგორც გადახდის მეთოდი. ვალუტის კურსი კონკრეტული ვალუტის შესაძენად საჭირო ღირებულუებაა.
ქვეყნების უმრავლესობას საკუთარი ფული აქვს, რომელიც კანონიერი გადახდის საშუალებაა. ფულად ერთეულს, რომელიც კონკრეტულ ქვეყანაში ან კონკრეტულ ტერიტორიაზე გამოიყენება, ვალუტას უწოდებენ.
ვალუტის გაცვლითი კურსი – ეს არის ერთი ქვეყნის ვალუტის ღირებულება გამოსახული მეორე ქვეყნის ვალუტის ერთეულებში. თითოეული ქვეყნის ცენტრალური ბანკი განსაზღვრავს საკუთარ სავალუტო კურსის რეჟიმს და სხვადასხვა მექანიზმების საშუალებით ახორციელებს სავალუტო პოლიტიკას. გაცვლითი კურსის რეჟიმი შეიძლება იყოს ფიქსირებული, მცურავი, ან შერეული.
ფიქსირებული და მცურავი კურსები
ფიქსირებული გაცვლითი კურსის რეჟიმი გულისხმობს, რომ ქვეყნის ვალუტის კურსი ფიქსირებული განაკვეთით მიბმულია რომელიმე სხვა ვალუტის კურსზე, ხოლო მცურავი გაცვლითი კურსის პირობებში მისი განსაზღვრა ხდება მოთხოვნა-მიწოდების ურთიერთქმედებით. თუ ვალუტაზე მოთხოვნა მაღალია, ღირებულება იზრდება, თუ მოთხოვნა დაბალია, ეს იწვევს ვალუტის ფასის დაცემას.
საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი, ანუ ეროვნული ბანკი ან ხელისუფლება გავლენას არ ახდენს გაცვლითი კურსის განსაზღვრის პროცესზე. თუმცა, ეროვნულ ბანკს აქვს ბერკეტი უცხოური ვალუტის შენახული რეზერვების გაყიდვით, გაამყაროს ეროვნული ვალუტა.
ლარის ოფიციალური ვალუტის კურსი დღეს იანგარიშება სავალუტო ბაზარზე ბანკებს შორის დადებული გარიგებების მიხედვით. ბლუმბერგის ელექტრონულ სავაჭრო სისტემის Bmatch პლატფორმაზე დადებული გარიგებების შედეგი ყოველდღიურად ქვეყნდება ეროვნული ბანკის ვებგვერდზე.
ვალუტის კურსს უდიდესი როლი აქვს ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკისთვის, პროდუქტეიბს ფასის სტაბილურობისა და მოსახლეობის კეთიდღეობისთვის. დეტალურად შეგიძლია გაეცნო თუ რა გავლენა აქვს ვალუტას ქვეყნის ეკონომიკაზე.
ვალუტის კურსი დღეს საქართველოში
valutiskursi.com – ეს გახლავთ საიტი, რომლის საშუალებით შესაძლებელია ნებისმიერი ვალუტის კურსის შემოწმება ლართან მიმართებაში.
იმისათვის რომ შეიტყოთ, როგორია დოლარის კურსი დღეს ლართან მიმართებაში, შეგიძლიათ გამოიყენოთ საიტზე არსებული ვალუტის კალკულატორი, რომელიც სრული სიზუსტით დაგიანგარიშებთ თანხას ამ დროისთვის მოქმედი კურსის შესაბამისად. ანალოგიურად, შეგიძლიათ იხილოთ ევროს დღევანდელი კურსი.
ამისათვის საჭიროა საიტზე არსებულ ვალუტის კალკულატორში ჩაწეროთ ციფრი თქვენთვის საინტერესო ვალუტის გასწვრივ. შედეგად, დანარჩენი ვალუტები ავტომატურად გამოითვლება თქვენს მიერ ჩაწერილი ციფრის შესაბამისად. იხილეთ მაგალითი სურათზე.
ლარის კურსი დღეს შეგიძლია იხილო ნებისმიერ ვალუტასთან მიმართებაში valutiskursi.com-ზე. თუ დაინტერესებული ხარ, რამდენიმე წლის წინანდელი ლარის კურსით და გსურს, გაიგო, როგორი იყო იმ კონკრეტული პერიოდისთვის, საიტით ამ ინფორმაციასაც სრული სიზუსტით მოგაწვდით.
სურათზე მოცემულია ვალუტის კურსი ბოლო 6 თვის განმავლობაში. როგორც ხედავთ, ლარი დოლართან, ევროსთან და ბრიტანულ გირვანქასთან მიმართებაში გამყარდა.
რას გულისხმობს ეროვნული ბანკის კურსი?
ეროვნული ბანკის კურსი აროს საქართველოს ცენტრალური ბანკის მიერ დადგენილი ვალუტის კურსი. მისი საქმიანობის უმთავრესი მიზანია:
- ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა
- ქვეყნის ეკონომიკის გრძელვადიანი ზრდის ხელშეწყობა
- ქვეყნის ფინანსური სექტორის სტაბილური და ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა
- ბაზარზე უზრუნველყოს სტაბილური ვალუტა
ეროვნული ბანკის მოკლე ისტორია
პირველი ცენტრალური ბანკი საქართველოში 1919 წელს შეიქმნა, ხოლო როგორც დამოუკიდებელი საქართველოს ცენტრალური ბანკი არსებობს 1991 წლიდან.
ეროვნული ბანკი ზედამხედველობას უწევს საფინანსო სექტორს ფინანსური მდგრადობისა და გამჭვირვალობის ხელშეწყობის, სექტორის მომხმარებელთა და ინვესტორთა უფლებების დაცვის მიზნით. ასევე, ხელს უწყობს ვალუტის კურსის სტაბილურობას ქვეყენაში.
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად საქართველოს ეროვნული ბანკი, თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და საკანონმდებლო ან აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს არ აქვთ მის საქმიანობაში ჩარევის უფლება.
საქართველოს ეროვნული ბანკის, როგორც ქვეყნის ცენტრალური ბანკის უფლება-მოვალეობები, საქმიანობის წესი და დამოუკიდებლობის გარანტია განისაზღვრება “საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” კანონით.
ეროვნული ბანკი და ვალუტის კურსი
ვალუტის კურსი საქართველოში სწორედ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით დგინდება. ლარის კურსის განსაზღვრა ხდება საერთაშორისო ბაზარზე ან შიდა სავალუტო ბაზარზე არსებული კურსების
გადაანგარიშების საფუძველზე. ასეთ დროს ინფორმაციის წყაროს წარმოადგენს „როიტერის“, „ბლუმბერგის“ საინფორმაციო სისტემები და შესაბამისი ქვეყნების ცენტრალური ბანკები. ინფორმაციის მიღება, დამუშავება და გავრცელება ამ სისტემებიდან ხდება ავტომატურ რეჟიმში.
ვალუტის კურსი ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე არა უგვიანეს გაანგარიშების დღის 17:00 საათისა. ოფიციალური გაცვლითი კურსები მოქმედებს გამოქვეყნების მომდევნო დღიდან, ახალი კურსების ამოქმედების დღემდე.
ვალუტის კურსი ჯიხურებში და ბანკებში
ვალუტის კურსი დღეს ჯიხურებში და ბანკებში განსხვავებულია. როგორც წესი ვალუტის კურსი ჯიხურებში ყველაზე იაფია, რაც გათვლილია ფიზიკურ პირებზე და პატარა ბიზნესების მფლობელებზე, ოფიციალური უწყებები და ბიზნესები კი ბანკის კურსით ხელმძღვანელობენ.
ჯიხურებში არსებული ლარის კურსი იცვლება მოსახლეობის მოთხოვნის შესაბამისად, ხოლო კომერციულ ბანკებში არსებული კურსი – იურიდიული პირების მოთხოვნაზე ვალუტის მიმართ.
ვალუტის კალკულატორის გამოყენებით, მარტივად შეგიძლია მიიღო ინფორმაცია დღევანდელი ვალუტის კურსის შესახებ.
რა ახდენს გავლენას ვალუტის კურსზე?
ვალუტის კურსის ცვლილების მიზეზები შესაძლოა დამოკიდებული იყოს:
- საგარეო ან შიდა პოლიტიკურ მიზეზებზე
- საერთაშორისო ვაჭრობაზე
- ეკონომიკურ კრიზისზე
- ფულად გზავნილებზე
- ინვესტიციების შემოდინებაზე
- ტურიზმზე
დღევანდელი ვალუტის კურსი მოთხოვნა-მიწოდებაზეა დამოკიდებული, თუ ბაზარზე დიდი რაოდენობით დოლარი შემოვა, მისი ფასი შემცირდება ლარებში, მაგრამ თუ ბევრ ადამიანს გაუჩნდება დოლარის ყიდვის სურვილი და ვალუტაზე მოთხოვნა გაიზრდება, მოიმატებს ფასიც.
ქვედა სურათზე მოცემულია 2022 წლის მიწურული და 2023 წლის დასაწყისი, რა დროსაც ლარი დოლართან მიმართებაში მკვეთრად გამყარდა. ამის მიზეზიც, მოთხოვნა მიწოდება იყო – ქვეყანაში ხანმოკლე პერიოდში გადმოირიცხა დიდი რაოდენობით დოლარი.
ლარის კურსი უფასურდება იმ შემთხვევაში, თუ ლარის მოცულობა არ არის მნიშვნელოვნად გაზრდილი, მაგრამ მცირდება საქართველოში შემომავალი დოლარის ნაკადები.
საქართველოში უცხოური ვალუტის შემოდინების ერთ-ერთ მთავარ წყაროს ქართველი ემიგრანტების მიერ განხორციელებული ფულადი გზავნილები წარმოადგენს.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით 2020 წელს საქართველოში 1.9 მილიარდი დოლარი გადმოირიცხა.
მიუხედავად ეკონომიკური კრიზისია და პანდემიისა, ემიგრანტებმა 153 მლნ დოლარით უფრო მეტი თანხა გადმორიცხეს, ვიდრე 2019 წელს. ამის მიზეზი შესაძლოა ისიც არის, რომ რა თანხაც ფიზიკურად შემოჰქონდათ, როდესაც საქართველოში ჩამოდიოდნენ, ეხლა ის თანხაც გადმორიცხეს, რადგან პანდემიის გამო ქვეყნებს შორის მიმოსვლა შეზღუდული იყო. დოლარის კურსი საქართველოში ბუნებრივია ამ ტრანზაქციებით უფრო მეტად გამყარდა
ვალუტის კურსი საქართველოში მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ამ ტიპის გადმორიცხვებზე.
რატომ არის საჭირო ვალუტა და ვალუტის კურსი?
ვალუტა არის ფიზიკური ფული ეკონომიკაში, რომელიც მოიცავს მიმოქცევაში არსებულ მონეტებსა და ქაღალდის კუპიურებს. ვალუტის კურსი კი არის ფასი, რომელიც საჭიროა ამა თუ იმ ვალუტის შესაძენად.
საუკუნეების წინ რაიმე ნივთის შეძენა არა ფულით, არამედ სხვა საქონლით ხდებოდა. მაგალითად, მაიას ტომები კაკაოს მარცვლებს იყენებდნენ პირდაპირი ვაჭრობის ნაცვლად, ანუ კაკაოს მარცვლებს „იხდიდნენ“ მათთვის სასურველი ნივთის „შესაძენად“.
პროდუქტებით გადახდის უარყოფითი მხარეები
ვალუტა და ვალუტის კურსი ვაჭრობისთვის მთავარი ფაქტორებია. პროდუქტებით გადახდის მეთოდი არ არის ეფექტური მთელი რიგი უარტყოფითი უარყოფითი მხარეების გამო.
ერთ-ერთი არის ის, რომ გადასახდელი საქონლის ზომა/მოცულობა შეიძლება იყოს დიდი და გართულდეს მისი გადაადგილება.
ასევე შესაძლებელია შეზღუდული ჰქონდეს შენახვის ვადა და წარმატებულ ვაჭრობამდე დაკარგოს ღირებულება, გაუვიდეს ვარგისიანობის დრო.
წარმოიდგინეთ, სიმინდის მწარმოებელს როცა რაიმეს ყიდვა სჭირდება, ყოველ ჯერზე ეტლს ტვირთავს სიმინდით და ასე მიდის სავაჭროდ, რაც ნამდვილად დიდ სირთულესთანაა დაკავშირებული.
გარდა ამისა, უნდა იპოვო ისეთი ადამიანი, ვისაც დააინტერესებ იმ კონკრეტული პროდუქტით, რის ნაცვლადაც მისგან მოითხოვ შენთვის სასურველს ნივთს.
ვთქვათ, რომ გაქვთ ფეხსაცმლის საწარმო, კერავთ ფეხსაცმელს, მაგრამ ოჯახის გამოსაკვებად გჭირდებათ პური. სასურველი პროდუქტის, ანუ პურის საყიდლად ეძებთ მცხობელს და სთავაზობთ ფეხსაცმელს კონკრეტული რაოდენობის პურისთვის, მაგრამ ირკვევა, რომ მას ამჟამად ფეხსაცმელი კი არა, სხვა რამ სჭირდება. ანუ თქვენი გარიგება ვერ შედგება, რაც ნიშნავს იმას, რომ უნდა იპოვოთ ისეთი მცხობელი, რომელსაც უშუალოდ ის პროდუქტი სჭირდება, რისი შეთავაზებაც შეგიძლიათ. ეს კი უკვე პრობლემაა, რომლის მოგვარებაც შეუძლია ფულს. სხვადასხვა ფულის გასაცვლელად კი საჭიროა ვალუტის კურსი.
ფულის უპირატესობები
ფული არის საანგარიშო ერთეული, რომლითაც ფასდება ნივთები საზოგადოებაში. ვალუტა მიმოქცევაში არსებული ქაღალდის კუპიურები და მონეტებია. ფულის გამოჩენასთან ერთად, აქტუალური გახდა ვალუტა და ვალუტის კურსი, რითაც განისაზღვრება მისი მსყიდველუნარიანობა სხვადასხვა ქვეყნების ბაზრებზე.
- ფული უნივერსალურია საზოგადოების ნებისმიერი წევრისთვის, მიუხედავად მისი სურვილებისა. ფულით ვაჭრობისას გამყიდველებს უადვილდებათ მყიდველის პოვნა და გარიგებაც უფრო მარტივად და წარმატებით სრულდება.
- მონეტებისა და კუპიურების მცირე ზომა აადვილებს მათ ტრანსპორტირებას.
- მონეტებსა და ქაღალდს აქვს დიდი ხნის გამძლეობის უპირატესობა, რასაც ვერ ვიტყვით სხვადასხვა სახის პროდუქტებზე.
ფერმერს, რომელიც ეყრდნობა პირდაპირ ვაჭრობას, გაფუჭებამდე აქვს რამდენიმე კვირა მისი რეალიზაციისთვის. ფულით კი მას შეუძლია დააგროვოს და შეინახოს თავისი სიმდიდრე წლების განმავლობაში.
ჩამოთვლილი არასრული მიზეზებიდან გამომდინარე, მოჭრილი ვალუტა მნიშვნელოვანი ინოვაცია იყო საზოგადოებისთვის.
გადახდის თანამედროვე სისტემები
ტექნოლოგიურმა განვითარებამ გადახდის სრულიად განსხვავებული სისტემები შემოგვთავაზა, მსოფლიოს კომპიუტერიზაციასთან ერთად ბანკებმა შესაძლებელი გახადეს ანგარიშის დებეტირება, კონვერტაცია ვალუტის კურსის შესაბამისად, გადარიცხვები, დაკრედიტება თანხის ფიზიკური გადაადგილების გარეშე.
შედეგად, დღეს ელექტრონული გადახდები და ციფრული ფული არა მხოლოდ გავრცელებულია, არამედ გადახდის ყველაზე მნიშვნელოვანი ფართოდ გამოყენებადი ფორმა გახდა.
დღეს უკვე გადარიცხვები ხორციელდება სხვადასხვა ვალუტებშიც. ვალუტის კურსის დინამიკა ხშირად ეხმარება საქმით დაინტერესებულ პირებს გააკეთონ პროგნოზი და ანალიზი კურსის ცვალებადობასთან დაკავშირებით. ევროს კურსი ბოლო პერიოდში საგრძნობლად დაიწია, თუმცა, ევროს კურსი დღეს დოლართან მიმართებაში 14 ერთეულით განსხვავდება.
ვალუტის კურსი საქართველოში და ინფლაცია
ინფლაცია არის საქონელსა და მომსახურებაზე საერთო ფასის ზრდა ან ფულის მსყიდველობითი უნარის შემცირება. წარსულში 5 ლარით თუ შეგეძლოთ 5 პურის ყიდვა, ახლა იგივე ფასად მხოლოდ 3-ის შეძენაა შესაძლებელი, რაც ნიშნავს იმას, რომ ფულმა დაკარგა ძალა, ანუ მოხდა ინფლაცია.
არსებობს ინფლაციის 2 ტიპი: სტაბილური და არასტაბილური.
სტაბილური ინფლაციის დროს იზრდება, როგორც პროდუქტისა და მომსახურების ფასი, ასევე მოქალაქეების ხელფასები და ეკონომიკა არ განიცდის კრიზისს.
ხოლო არასტაბილური ინფლაციის დროს პროდუქტსა და მომსახურებაზე ზრდა არაპროგნოზირებადია, არ იზრდება არც ხელფასები, ხოლო ეკონომიკა არასტაბილური ხდება.
ქვეყანაში ინფლაციის მაღალი დონის შედეგად, საქართველოში ეროვნოლი ვალუტის კურსი უფასურდება და, შესაბამისად, მასზე ნეგატიური გავლენა აქვს.
ლარის ინფლაცია განსაკუთრებით თვალშისაცემია ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, თუმცა აღსანიშნავია, რომ 2022 წლის მეორე ნახევრიდან ლარის გამყარება დაიწყო როგორც დოლართან, ასევე ევროსთან მიმართებაში და ეს პროცესი, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე გაგრძელდება.
რა იწვევს ინფლაციას?
ინფლაციის გამომწვევი სხვადასხვა მიზეზი არსებობს, მათ შორის ყველაზე გავრცელებულია:
- წარმოების ხარჯების ზრდით გამოწვეული ინფლაცია
- პროდუქცია/ მომსახურებაზე მოთხოვნის ზრდით განპირობებული ინფლაცია
- სახელმწიფო ხარჯების ზრდა
მოსახლეობის სწრაფი ზრდა - და სხვა..
წარმოების ხარჯები
წარმოების ხარჯებით გამოწვეული ინფლაციისას პროდუქტზე მოთხოვნა უცვლელია, მაგრამ იზრდება ნედლეულის ფასი, ბიზნესს უწევს გაძვირება, შედეგად, მომხმარებელს უწევს ძვირის გადახდა იმავე პროდუქტში, რომელსაც შედარებით დაბალ ფასად ყიდულობდა და მისი საჭიროება ისეთივე მნიშვნელოვანია მისთვის, როგორც აქამდე იყო.
მიწოდების ჯაჭვი
ინფლაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი ასევე მიწოდების ჯაჭვის პრობლემაც შეიძლება იყოს. მაგალითად, კორონავირუსის პანდემიამ გარკვეულწილად წარმოების შემცირება გამოიწვია, დაიხურა ქარხნები, შემცირდა მუშახელი, რამაც პროდუქციის გადაზიდვა უფრო ძვირი გახადა. ამ პროდუქტებზე მოთხოვნა იგივე დარჩა მოსახლეობის მხრიდან, შესაბამისად, გაზრდილი ფასები მოსახლეობას დააწვა ტვირთად და ინფლაციის გამომწვევ მიზეზად იქცა. ვალუტის კურსი ამ ყველაფრის შედეგად მკვეთრად შეიცვალა.
თუ ბიზნესი წარმოებას მოთხოვნის შესაბამისად, სწრაფად ვერ გაზრდის გაზრდილი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, ამან შეიძლება ინფლაცია გამოიწვიოს.
ზოგადად, ინფლაცია იწვევს ვალუტის კურსის გაუფასურებას, რადგან ამ დროს ფული კარგავს მსყიდველუნარიანობას, შესაბამისად, მაღალი ინფლაციის მქონე ქვეყნებში ვალუტის კურსის საგრძნობი გაუფასურების ტენდენცია იკვეთება ხოლმე.
ვალუტის კურსი და დეფლაცია
დეფლაცია ეს არის საქონლის/მომსახურების ფასების საერთო დონის ვარდა და გულისხმობს ეკონომიკაში ფასების ზოგადი დონის შემცირებას.
დეფლაციის მიზეზი შეიძლება იყოს:
- მოთხოვნის შემცირება
- ჭარბი მიწოდება
- მოსახლეობის სწრაფი ზრდა
- მოსახლეობაში ხარჯვის სწრაფი ზრდა
- და სხვა
დეფლაცია ხდება მაშინ, როცა მიწოდება აღემატება მოთხოვნას. ასეთ ვითარებაში მწარმოებლები იძულებულნი არიან, შეამცირონ პროდუქციისა და მომსახურების ფასები და სწორედ ამ დროს იწყება დეფლაცია.
დეფლაცია, ამ გაგებით, ინფლაციის საპირისპიროა და ბუნებრივია, რომ ეს მოვლენა გავლენას ახდენს ვალუტის კურსზე.
დეფლაციისას ვალუტის კურსი საქართველოში მაღლა იწევს, ანუ ღირებულება დროთა განმავლობაში იზრდება, რაც განაპირობებს მეტი პროდუქტისა თუ მომსახურების მიღებას იმავე მოცულობის თანხით.