ინტროვერტი და ექსტრავერტი – რა გავლენა აქვს ფინანსურ მხარეზე?

ინტროვერტი და ექსტრავერტი ადამიანების დამოკიდებულება ფულზე

თუ თქვენ ექსტრავერტი ხართ, ეს ნიშნავს იმას, რომ სოციალურ გარემოში თავს კომფორტულად და ენერგიულად გრძნობთ. ხოლო თუ ინტროვერტი ხართ, მაშინ პირიქით, განტვირთვისთვის, განმარტოება გჭირდებათ.

გამოდის, რომ თქვენი პიროვნების ტიპს შეუძლია გავლენა მოახდინოს თქვენს ქცევაზე – მაგრამ, რამდენად მოქმედებს  ეს თქვენს ფინანსებზე?

ფსიქოლოგები აღნიშნავენ, რომ თითოეულ ჩვენგანში არსებობს ის თვისებები, რომლებიც ირიბად აისახება ჩვენს ურთიერთობაზე ფულთან. ეს შეიძლება გამოიხატოს – უფრო დიდი ანაზღაურების გამო რისკების აღებაში, ინვესტიციების განხორციელებაში,  დიდი ოდენობით ვალუტის გადაცვლაში ვალუტის კურსის მერყეობის დროს, თანხის ხარჯვაში, თუ სხვა რაიმე ქმედებაში.

თუ გაინტერესებს როგორ იცვლება დოლარის კურსი საქართველოში ბოლო პერიოდის განმავლობაში, ლინკზე დაკლიკებით შეგიძლია გაეცნო შესაბამის გვერდზე.

კვლევები, რომლებიც ადასტურებს კორელაციას ფულსა და ადამიანის ტიპს შოროს

 

რამდენიმე კვლევა აჩვენებს, რომ ნადმვილად არსებობს კორელაცია პიროვნების ტიპს, შემოსავალსა და ფულს შორის.

2018 წელს მკვლევარმა მირიამ გენსოვსკიმ გამოაქვეყნა Personality, IQ, and Lifetime Earnings, რომლის მიხედვით, ექსტროვერტი მამაკაცები, თითქმის 500,000 დოლარით მეტს გამოიმუშავებენ თავიანთი ცხოვრების განმავლობაში, ვიდრე ინტროვერტები.

მოგვიანებით გენსოვსკიმ გამოაქვეყნა ახალი კვლევა, Inequality in personality over the life cycle, რომელიც ეფუძნება დანიაში ათასობით გამოკითხულ ადამიანს. ამ კვლევამ ასევე დაადასტურა კორელაცია ექსტრავერტობასა და უფრო მაღალ შემოსავალს შორის.

დამატებით, საინტერესო ფაქტი რაც გამოავლინა ამ კვლევამ, იყო ქალების ანაზღაურების განსაზღვრა მათი ტიპის მიხედვით. მიუხედავად იმისა, რომ ქალები მაღალ ქულას იღებდნენ ექსტრავერტიზმში, ისინი მამაკაცებზე ნაკლებ ხელფასს გამოიმუშავებდნენ  გენდერული განსხვავების გამო.

ინვესტიციები, რისკები და ვალუტის კურსი

ვენდი ბრუკჰაუსი, ცნობილი ფინანსური მრჩეველი და Black Star-ის დამფუძნებელი, ამბობს, რომ ექსტრავერტები უფრო მეტად რისკიანები და აზარტულები არაინ. ისინი უფრო თამამად იღებენ გადაწყვეტილებას  მაღალრისკიანი ინვესტიციების განხორციელებაზე. მაგალითად, როდესაც ვალუტის კურსი მერყეობს და ბევრი ინვესტორი მის დასტაბილურებას ელოდება, ექსტრავერიზმის ძლიერი თვისებების მქონე ადამიანებს მაინც სურთ რისკის აღება. ანალოგიური მაგალითი შეიძლება მოვიყვანოთ ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის დროსაც – ექსტრავერტებს, მაშინ უყვართ ინვესტიციების განხორციელება, როდესაც ერთის მხრივ დიდი რისკია, მეორეს მხრივ კი დიდი მოგების შესაძლებლობაა.

თუ გაინტესებს, რა გავლენა აქვს ვალუტის კურსს ქვეყნის ეკონომიკაზე და ინდივიდების ცხოვრებაზე, შეგიძლია გაეცნო სტატიას.

დამატებით, ვენდი ბრუკჰაუსი ამბობს, რომ ექსტრავერტებს უფრო ხშირად უკავიათ მაღალანაზღაურებადი მენეჯერული როლები და უფრო ხშირად არიან ლიდერების როლში.

მისივე თქმით, ექსტროვერტი ხართ თუ ინტროვერტი, მხარჯავი თუ დამზოგველი, მთავარია ეფექტურად დაგეგმოთ ბიუჯეტი თქვენი შემოსავლების შესაბამისად და ამის მიხედვით იმოქმედოთ. შესაძლოა არ შეგეძლოთ მთლიანად შეცვალოთ თქვენი ქცევა, მაგრამ შეგიძლიათ გამოიმუშაოთ უნარები, რომლებიც დაგეხმარებათ ფულის გონივრულ ხარჯვაში.

ექსტრავერტები უფრო მეტს ხარჯავენ, ვიდრე ინტროვერტები

ლენდისი, ორგანიზაციული ქცევის ასისტენტ პროფესორი ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯში, თავის კვლევაში ამბობს რომ დაბალშემოსავლიანი ექსტრავერტები მიდრეკილები არიან ისეთი პროდუქტებისა და სერვისების მოხმარებისკენ, რომლებიც სხვა ადამიანების ყურადღებას იპყრობს, მაგალითად – ძვირადღირებული ბრენდის ტანსაცმლის ტარება და სხვა ფუფუნების საგნები.

ინტროვერტები, როგორც წესი, ფულს უფრო მეტად ზოგავენ, ხოლო ექსტროვერტები უფრო მეტად ხარჯავენ.

ინტროვერტების ფულის ხარჯვისა და ინვესტიციის განხორციელებაზე, დიდ გავლენას ახდენს მათი დაბალი რისკებისკენ მიდრეკილება, განსხვავებით ექსტრავერტებისგან.

როგორ შევაჯამოთ?

ცნობილი შვეიცარიელი ფსიქიატრის კარლ იუნგმის კვლევის მიხედვით,  სინამდვილეში არავინ არის ბოლომდე ინტროვერტი ან ექსტრავერტი. მისი თქმით, არსებობენ ადამიანები, რომლებშიც ორივე ტიპის ადამიანის თვისებები არსებობს, ზოგში ერთი ჭარბობს, ზოგში მეორე. ასევე, მათზე ზეგავლენას მხოლოდ საკუთარი შინაგანი სამყარო არ ახდენს და კიდევ ბევრი სხვა ფაქტორია.

შეჯამებისთვის, ინტროვერტობასაც და ექსტრავერტობასაც აქვთ თავიანთი დადებითი და უარყოფითი მხარეები, თუმცა როდესაც საქმე ფინანსებს ეხება, კვლევები კვლევების მიხედვით, ექსტრავერტები უფრო მეტს გამოიმუშავებენ.