მარტივი იპოთეკური სესხი საუკეთესო პირობებით
2024 წლის მარტის მონაცემები
- ეფექტური % ლარში – 14.85%-იდან
- ეფექტური % დოლარში – 12.48%-იდან
- ეფექტური % ევროში – 10,61%-იდან
- ეფექტური % ლარში – 13.28%-იდან
- ეფექტური % დოლარში – 9.15%-იდან
- ეფექტური % ევროში – 6.95%-იდან
- ეფექტური % ლარში – 14.7%-იდან
- ეფექტური % დოლარში – 7.9%-იდან
- ეფექტური % ევროში – 7.5%-იდან
რა არის იპოთეკური სესხი?
იპოთეკური სესხი არის უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი გრძელვადიანი კრედიტი, რომლის მეშვეობითაც შეიძენ, ააშენებ ან გაარემონტებ უძრავ ქონებას – ბინას, სახლს, აგარაკს, საოფისე ფართს ან მიწის ნაკვეთს.
უძრავი ქონების უზრუნველყოფით, ბანკები და საფინანსო ორგანიზაციები გასცემენ კონკრეტულ თანხებს, როგორც ეროვნულ, ისე უცხოურ ვალუტაში. იპოთეკური სესხის მაქსიმალური თანხის რაოდენობას, უშუალოდ, ორგანიზაცია განსაზღვრავს.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
რა უნდა ვიცოდეთ იპოთეკურ სესხზე?
იპოთეკური სესხის პირობები ინდივიდუალურია და დამოკიდებულია მომხმარებლის შემოსავლებზე, საკრედიტო ისტორიასა და შესაძენი ქონების ღირებულებაზე.
იპოთეკური სესხის მისაღებად, აუცილებელია, გაეცნო კრედიტის პირობებს: სესხის მაქსიმალურ ვადას, ნომინალურ საპროცენტო განაკვეთს, ეფექტურ საპროცენტო განაკვეთს, გაცემის საკომისიოს, იპოთეკის რეგისტრაციის სტანდარტულ ხარჯს, ვადაგადაცილების პირგასამტეხლოს, წინსწრების საკომისიოს და სხვა.
თუ სესხის მოქმედების პერიოდში აღებულ ვალდებულებას ვერ დაფარავ, ბანკს ან სესხის გამცემ ორგანიზაციას უზრუნველყოფაში არსებული უძრავი ქონების რეალიზაცია შეუძლია.
იპოთეკური სესხის შემთხვევაში, ყოველთვის გრძელვადიანი სესხი გაიცემა. სესხის დაფარვის გრაფიკი და საპროცენტო განაკვეთი დამოკიდებულია მსესხებლის შემოსავლებსა და სესხის მთლიან მოცულობაზე.
დღეს ორგანიზაციები და ბანკები იპოთეკურ სესხებს გასცემენ მარტივად. სესხი გაიცემა როგორც ორგანიზაციის ოფისში, ისე ონლაინ და საჭიროებს მინიმალურ დოკუმენტაციას: პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს და უძრავი ქონების ამონაწერს საჯარო რეესტრიდან.
იპოთეკური სესხის ბენეფიტები
იპოთეკური სესხის აღებას არაერთი უპირატესობა აქვს:
შენი მიზნების განსახორციელებლად არ გიწევს ლოდინი და თანხის გროვება
შეგიძლია იპოთეკური სესხი მაქსიმალურად, ყველაზე დაბალ პროცენტში აიღო
მოქმედებს საშეღავათო პერიოდები, რამდენიმე თვემდე ვადით
იპოთეკური სესხი ხელფასის გარეშე, გზავნილების საფუძველზეც გაიცემა
ორგანიზაციები დაფინანსებას განიხილავენ ნებისმიერი საკრედიტო ისტორიის შემთხვევაში
რა განსხვავებაა იპოთეკურ სესხსა და სამომხმარებლო სესხს შორის?
გრძელვადიანი იპოთეკური სესხი მრავალწლიან ფინანსურ პასუხისმგებლობას გულისხმობს და კრედიტორი განსაზღვრავს სესხის მიზნობრიობას.
სამომხმარებლო სესხი კი ნებისმიერი მიზნობრიობით შეგიძლია აიღო, სწრაფად და მარტივად. შეგიძლია იმოგზაურო, გადაფარო არსებული სესხები ან დაიმტკიცო კრედიტი ნებისმიერი სხვა მიზნისთვის. ამ ტიპის კრედიტი, მოკლე ან საშუალო ვადით გაიცემა და ძირითადად, არ სჭირდება უზრუნველყოფა.
სამომხმარებლო სესხი, სხვა ტიპის სესხებისგან განსხვავებით, ყველაზე გავრცელებული კრედიტია. მნიშვნელოვანია, რომ სესხის პირობები მაქსიმალურად არის მორგებული მომხმარებელზე და გადახდის გრაფიკიც, საკმაოდ, მოქნილია. შესაძლებელია სესხის წინსწრებით, ნაწილობრივ, ან სრულად დაფარვა, სურვილის შემთხვევაში.
სამომხმარებლო სესხის მისაღებად, სულ რამდენიმე წუთიც საკმარისია. შეგიძლია შეამოწმო შენი ლიმიტი და დაიმტკიცო თანხა 24/7-ზე, ნებისმიერ დროს.
რა არის საჭირო გრძელვადიანი იპოთეკური სესხის მისაღებად?
იმისთვის რომ გრძელვადიანი სესხი მიიღო, აუცილებელია იყო ფიზიკური პირი და გქონდეს სტაბილური შემოსავალი.
შემოსავალი, შესაძლებელია, იყოს სხვადასხვა ტიპის:
ყოველთვიური, ფიქსირებული ხელფასი
გამომუშავებით მიღებული შემოსავალი
რაიმე სახის იჯარა
ბიზნესიდან მიღებული შემოსავალი
გზავნილები უცხოეთიდან და სხვა
სესხის დასაფარად, შესაძლებელია, განიხილონ ერთზე მეტი შემოსავალი. თუ შენი შემოსავლები არ არის სტაბილური და თვიდან თვემდე იცვლება, ამ შემთხვევაში, სესხის გამცემი ორგანიზაციის წარმომადგენელი გამოთვლის საშუალო შემოსავალს.
თუ გსურს სწრაფი იპოთეკური სესხი მიიღო, მაგრამ შენი შემოსავალი არ არის საკმარისი მოთხოვნილი თანხის მისაღებად, სესხის გამცემ ორგანიზაციას შეუძლია შენი ოჯახის სხვა წევრების შემოსავლების გათვალისწინება. თანამსესხებელი შეიძლება იყოს ოჯახის 3 წევრი. ამ შემთხვევაში, იურიდიულად, სესხზე ყველა თანამსესხებელს ერთნაირი პასუხისმგებლობა დაეკისრება.
ვის შეუძლია გრძელვადიანი სესხის მიღება?
სამომხმარებლო, გრძელვადიანი სესხი გაიცემა სრულწლოვან ადამიანებზე, 18 წლიდან. იპოთეკური სესხს მიიღებ უძრავი ქონების უზრუნველყოფის საფუძველზე, ასეთად შეიძლება ჩაითვალოს ქონება, რომლის შეძენასაც გეგმავ, ან უკვე შენს საკუთრებაშია: ბინა, სახლი, აგარაკი, საოფისე ფართი, მიწის ნაკვეთი და სხვა. აუცილებელი პირობაა, რომ გქონდეს დამტკიცებული, მუდმივი შემოსავალი, რათა ყოველთვიურად გადასახდელი თანხის დაფარვა და სესხის ვადებში დაბრუნება შეძლო.