ლარის კურსის ისტორია ბოლო 10 წლის განმავლობაში

ვალუტის კურსის 10 წლიანი ისტორია

ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველოს ეროვნულმა ვალუტამ დოლართან და ევროსთან მიმართებაში კურსის ცვლილება არაერთხელ განიცადა. ჩვენს საიტზე შეგიძლია თვალი ადევნო როგორ იცვლება ლარის კურსი ყოველდღიურად.

ლარის ოფიციალურ გაცვლით კურსს სხვა ქვეყნების ვალუტებთან მიმართებაში საქართველოს ეროვნული ბანკი (სებ) ადგენს. საქართველოში, გარე მიგრაციისა და ტურისტული ნაკადების გათვალისწინებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ვალუტებია აშშ დოლარი და ევრო. ამიტომ, ლარის კურსს სწორედ მათთან მიმართებაში განვიხილავთ.

2012 წლის დეკემბერში ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში 1.66 იყო, ევროსთან კი – 2.15.

  • 2014 წელს 1 აშშ დოლარი = 1.92 ლარი, 1 ევრო = 2.38;
  • 2016 წელს 1 აშშ დოლარი = 2.59 ლარი, 1 ევრო = 2.75;
  • 2018 წელს 1 აშშ დოლარი = 2.69 ლარი, 1 ევრო = 3.03;
  • 2020 წელს 1 აშშ დოლარი = 3.28 ლარი, 1 ევრო = 3.98.

2022 წლის დეკემბერში დოლარის კურსი საქართველოში, ისევე, როგორც ევროს კურსი ლართან მიმართებაში ნელ-ნელა კლებას იწყებს და დღესდღეობით 1 აშშ დოლარი = 2.68 ლარი, 1 ევრო = 2.83 ლარი.

ლარის კურსის დინამიკა

შავად: ევრო

ლურჯად: აშშ დოლარი

დიაგრამაზე დაკვირვებითაც კარგად ჩანს, რომ ბოლო წლების განმავლობაში, ვალუტის კურსის ცვალებადობის გამომწვევი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი კოვიდ-19-ის პანდემია გახდა, როდესაც ლარი თვალშისაცემად გაუფასურდა იმდენად, რომ 2020 წლის 8 მარტიდან 26 მარტამდე დოლარის კურსი 2.77-დან 3.18-მდე, ევროსი კი 3.13-დან 3.42-მდე გაიზარდა, რამაც ეროვნული ვალუტის გაუფასურება გამოიწვია.

პირიქით მოხდა 2 წლის თავზე – 2022 წელს, როდესაც რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომის ფონზე, საქართველოში შემოსულმა დიდმა ტურისტულმა ნაკადმა თავისი ეროვნული ვალუტა ქართულ ლარზე გადაცვალა. ლარზე გაზრდილმა მოთხოვნამ კი ეროვნული ვალუტის გამყარებას შეუწყო ხელი.

რა გარემო ფაქტორები ახდენდა გავლენას ლარის კურსზე?

ზოგადად, ქვეყანაში ვალუტის კურსის ცვალებადობა ყველაზე ხშირ შემთხვევებში ისეთ ფაქტორთან არის დაკავშირებული, როგორებიცაა:

  • ფულადი გზავნილების ნაკადი
  • ტურიზმი
  • ინვესტიციების რაოდენობა
  • ექსპორტი
  • არჩევნები

ტრადიციულად, ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, ლარის კურსი დოლართან და ევროსთან მიმართებაში იზრდება, რაც იმითაა გამოწვეული, რომ საზღვარგარეთ სამუშაოდ/საცხოვრებლად მყოფი მოქალაქეები ოჯახის წევრებს სწორედ უცხოურ ვალუტაში უგზავნიან თანხას. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში სავაჭრო/ფინანსური ოპერაციები მხოლოდ ეროვნული ვალუტით ხორციელდება, მისი დოლარსა და/ან ევროზე გადაცვლით, ლარზე მოთხოვნა იზრდება და მის გამყარებას იწვევს.

იგივე ხდება ტურისტული ნაკადების შემოდინების, ინვესტიციების მოზიდვისა და ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტის შემთხვევაში, როდესაც უცხოური ვალუტის სახით მიღებული შემოსავლის ლარზე გადაცვლისას ვიღებთ გაზრდილ გაცვლით კურსს.

ვალუტის კურსის ცვალებადობის კიდევ ერთი მიზეზი შესაძლოა ადგილობრივი არჩევნებიც გახდეს, რადგან ამ პერიოდშიც ქვეყანაში შეინიშნება უცხოური დაფინანსების შედარებით მკვეთრი ზრდა, რაც საბოლოოდ ლარზე მოთხოვნას ზრდის.

რაც შეეხება საქართველოში ოფიციალურ გაცვლით კურსს, ეს ინფორმაცია ტრადიციულად სებ-ის ვებგვერდზე ქვეყნდება დღის 17 საათზე და მოქმედებს გამოქვეყნების მომდევნო დღიდან ახალი კურსის დადგენამდე. გაცვლითი კურსის შესახებ ინფორმაციის წყაროა ასევე „როიტერისა“ და „ბლუმბერგის“ საინფორმაციო სისტემებიც.

თვალი ადევენე რა არის ვალუტის კურსი დღეს ჩვენი საიტის საიტის საშუალებით.