მცურავი გაცვლითი კურსი არის სისტემა, რომელშიც ვალუტის ღირებულება განისაზღვრება მიწოდებისა და მოთხოვნის მიხედვით. ეს კი ნიშნავს იმას, რომ მთავრობის, ან ცენტრალური ბანკის ყოველგვარი ჩარევის გარეშე მიმდინარეობს პროცესი.
ჩვენს ქვეყანაში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი. შესაბამისად, ეროვნული ბანკი არ ერევა კურსის განსაზღვრაში. საიტის დახმარებით, შეგიძლია თვალი ადევნო, როგორ იცვლება ვალუტის კურსი საქართველოში, გაიგო რა ღირს ლარი დოლართან, ევროსთან და სხვა ვალუტებთან მიმართებაში.
მცურავი გაცვლითი კურსის პარალელურად, არსებობს ფიქსირებული გაცვლითი კურსის სისტემა. ამ უკანასკელის შემთხვევაში, ქვეყნის მთავრობა ან ცენტრალური ბანკი ადგენს ფიქსირებულ ღირებულებას სხვა ვალუტებთან მიმართებაში25. როგორც წესი, ეს ხდება აშშ დოლართან ან ოქროსთან მიმართებაში. ფიქსირებული გაცვლითი კურსის სისტემაში მთავრობა ან ცენტრალური ბანკი შეიძლება ჩაერიოს სავალუტო ბაზარზე კურსის შესანარჩუნებლად, მისი ვალუტის ყიდვით ან გაყიდვით.
ქვეყნები, რომლებიც იყენებენ ფიქსირებულ გაცვლით კურსს
ფიქსირებულ გაცვლით კურსს, არც თუ ისე ბევრი ქვეყაბა იყენებს. ჩამონათვალი ასე გამოიყურება:
- ბაჰრეინი – ბაჰრეინის დინარი
- ჩინეთი – ჩინური იუანი (რენმინბი)
- ჰონგ კონგი – ჰონგ კონგის დოლარი
- იორდანია – იორდანული დინარი
- ქუვეითი – ქუვეითის დინარი
- ომანი – ომანური რიალი
- ყატარი – კატარული რიალი
- საუდის არაბეთი – საუდის რიალი
- არაბთა გაერთიანებული საამიროები – არაბეთის გაერთიანებული საემიროების დირჰემი
- ვენესუელა – ვენესუელური ბოლივარი
მცურავი გაცვლითი კურსის უპირატესობები
მცურავ გაცვლით კურსს რამდენიმე მნიშვნელოვანი უპირატესობა გააჩნია, მათ შორის:
- მცურავი გაცვლითი კურსის სისტემა უფრო მეტად მოქნილია ეკონომიკურ ცვლილებებთან მიმართებაში. მაგალითად, თუ ქვეყანაში ექსპორტი გაიზრდება, ეროვნულ ვალუტაზე მოთხოვნაც იმატებს, რაც გამოიწვევს მის გამყარებას. ხოლო, თუ ქვეყანაში ფიქსირდება ექსპორტის შემცირება, ან იმპორტის ზრდა, მის ვალუტაზე მოთხოვნაც შემცირდება, რაც გამოიწვევს ვალუტის გაუფასურებას.
- ფიქსირებული გაცვლითი კურსის მქონე ვალუტებისგან განსხვავებით, მცურავი გაცვლითი კურსის ვალუტით ვაჭრობა შესაძლებელია ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე. აქედან გამომდინარე, მთავრობებს და ბანკებს არ სჭირდებათ მართვის პროცესში უწყვეტად ჩარევა.
- მცურავი გაცვლითი კურსისთვის ცენტრალურ ბანკებს არ სჭირდებათ უცხოური ვალუტის დიდი ოდენობით რეზერვების შექმნა კურსის დასაცავად. შესაბამისად, ეს რეზერვები შეიძლება გამოიყენონ ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისთვის.
ნეგატიური მხარეები
მცურავმა გაცვლითმა კურსმა, ასევე შეიძლება გამოიწვიოს უარყოფითი მოვლენები, როგორიცაა:
- გაცვლითი კურსების უეცარი ცვალებადობა, რასაც შეიძლება ჰქონდეს უარყოფითი შედეგები საერთაშორისო ვაჭრობაში და ინვესტიციებში ჩართული ბიზნესებისთვის.
- იგი შეიძლება არ იყოს შესაფერისი სუსტი ეკონომიკის ან ინფლაციის მაღალი დონის მქონე ქვეყნებისთვის, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს შემდგომი ინფლაცია და არასტაბილურობა.
- თუ ქვეყანაში სერიოზული ეკონომიკური პრობლემებია, როგორიცაა უმუშევრობა ან მაღალი ინფლაცია, მცურავმა გაცვლითმა კურსმა შეიძლება გაამძაფროს ეს პრობლემები.
მთლიანობაში, მცურავი გაცვლითი კურსის სისტემას აქვს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეები. გაცვლითი კურსის რეჟიმის არჩევანი დამოკიდებულია ქვეყნის კონკრეტულ ეკონომიკურ პირობებსა და მიზნებზე.