ვალუტის კურსი, განსაკუთრებით კი ეროვნული ვალუტის მსყიდველობითუნარიანობის შენარჩუნება, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკაზე.
როდესაც ქვეყანაში ფინანსური ოპერაციები ეროვნულ ვალუტაზე ხორციელდება, შესაძლოა, რიგითი მოქალაქეებისთვის ვალუტის კურსის ცვალებადობა გარკვეულწილად შეუმჩნეველი დარჩეს. თუმცა, საბოლოოდ ეს უშუალოდ მათ ბიუჯეტზე დაიწყებს ასახვას და შესამჩნევიც გახდება. ამიტომ, ქვეყნის გრძელვადიანი ეკონომიკური მდგრადობისთვის, ამ პროცესს არსებითი მნიშვნელობა აქვს.
განვიხილოთ, ვალუტის კურსის ცვლილების გავლენა ისეთ მნიშვნელოვან ეკონომიკურ ფაქტორებზე, როგორებიცაა საგარეო ვაჭრობა, მშპ, საგარეო ვალი და საბანკო სესხი.
საგარეო ვაჭრობა
საგარეო ვაჭრობა მოიცავს როგორც ქვეყნის იმპორტს, ასევე ექსპორტს. მისი მოცულობა დამოკიდებულია რამდენად მსყიდველობითუნარიანია ეროვნული ვალუტა იმ უცხოურ ვალუტასთან მიმართებით, რომელზეც მიმდინარეობს ვაჭრობა. წარმოვიდგინოთ, რომ X კომპანია პროდუქტის იმპორტისას 100 ცალ მაისურში იხდის 500 აშშ დოლარს, შემდგომ ადგილობრივ ბაზარზე ყიდის ლარში. კომპანიას აქამდე 1350 ლარი ჰყოფნიდა 100 ცალი მაისურის ჩამოსატანად (1 აშშ დოლარი = 2.7 ლარს). ეროვნული ვალუტის გაუფასურების შემთხვევაში 1350 ლარი აღარ იქნება საკმარისი იმავე რაოდენობის მაისურების ჩამოსატანად.
მშპ
ქვეყნის ეკონომიკური მდგრადობის ერთ-ერთი მახასიათებელია მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ). იგი გამოითვლება ერთი წლის მანძილზე ქვეყნის ტერიტორიაზე წარმოებული ყველა საქონლისა და მომსახურების საბაზრო ღირებულების ჯამით. შესაბამისად, რაც უფრო მაღალია ფასი, მით მეტად იზრდება მშპ-ს ოდენობა და ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობაც მეტადაა დაცული. ვალუტის კურსის სტაბილურია ვალუტის კურსი, მით მეტად უწყობს ხელს ადგილობრივს ბიზნესს, რომ აწარმოოს მეტი პროდუქტი. შესაბამისად, მას დადებითი გავლენა ექნება მშპ-ზეც.
საგარეო ვალი
ეროვნული ვალუტის გაუფასურება/გამყარება, პირდაპირპროპორციულად აისახება სახელმწიფოს მიერ აღებულ საგარეო ვალზე. მაგალითად, თუ ამა თუ იმ ქვეყნის საგარეო ვალი 1 მილიონი აშშ დოლარია და გაცვლითი კურსი 2.7-იდან 3-მდე გაიზრდება, 1 მილიონ დოლარიანი ვალის გადასახდელად, ქვეყანას უკვე 3 მილიონი ლარი სდასჭირდება. ეს კი საბოლოო ჯამში, აზარალებს ქვეყნის ეკონომიკას.
საბანკო სესხი
პირდაპირ თუ ირიბად, ვალუტის კურსის ცვალებადობა გავლენას ახდენს მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებაზე. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შემოსავალს უცხოურ ვალუტაზე იღებენ, ან ბანკიდან იპოთეკური სესხი დოლარში აქვთ აღებული.
ხელფასის უცხოურ ვალუტაში აღების შემთხვევაში, ჩვენდაუნებურად ვხდებით ვალუტის კურსის ცვლილებაზე დამოკიდებული. მაგალითად, თუ 1 აშშ დოლარი = 2.7 ლარს და თქვენი ხელფასი 1000 აშშ დოლარია, ჯამში 2700 ლარი გამოვა. ხოლო თუ კურსი შეიცვლება, ასევე განსხვავებული იქნება თქვენი ხელფასიც.
როდესაც შემოსავალი ლარში გაქვთ, სესხის უცხოურ ვალუტაზე აღების შემთხვევაში, შესაბამისი ვალუტის კურსის პიდაპირპროპორციულად იზრდება ბანკში შესატანი თანხა. ეს კი კლიენტს ხშირად წარგებიან პოზიციაში აყენებს. მაგალითად, თუ $10,000 ისესხეთ, რაც მაშინდელი კურსით უდრიდა 27,000 ლარს, კურსის 3-მდე გაზრდის შემთხვევაში სესხის დასაფარად დაგჭირდებათ 30,000 ლარი.
ქვეყნის ეკონომიკური მდგრადობის შესანარჩუნებლად და გრძელვადიანი ინტერვენციების განსასაზღვრად, ვალუტის კურსის დინამიკა ძალიან მნიშვნელოვანია.